დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საქართველოს 15 რეგიონში რეგიონული კინოკლუბები დაარსდება
ავტორი:
2013/09/12 12:24:27
საქართველოს 15 რეგიონში რეგიონული კინოკლუბები დაარსდება საქართველოს 15 რეგიონში რეგიონული კინოკლუბები დაარსდება. რეგიონებში ალტერნატიული კინოსივრცის შექმნის მიზნით, პროექტს "დავუბრუნოთ კინოს მაყურებელი", ეროვნული კინოცენტრის ინიციატივითა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ორგანიზაცია "კინოკლუბი" ახორციელებს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ორგანიზაცია "კინოკლუბიდან" აცნობეს, პროექტის ფარგლებში 12-13 სექტემბერს, ქუთაისში (პუშკინის ქ. №6) 11.00 საათიდან გაიმართება ტრენინგი რეგიონების მუნიციპალიტეტების კულტურის სამსახურების თანამშრომლებისა და კულტურის სექტორის წარმომადგენლებისთვის.
მონაწილეები გაეცნობიან მუნიციპალური კინოს პოლიტიკის და კულტურის ობიექტის მარკეტინგის არსს, ასევე, შეიძენენ შესაბამის უნარებს, რომ შეძლონ მოდერატორის ფუნქციის შესრულება ფილმების ჩვენებებისა და სხვადასხვა კინოღონისძიებების გასამართად.
პროექტის საშუალებით, კინომოყვარულებს თვითრეალიზაციისა და ახალი კლუბური მოძრაობის დაარსების შესაძლებლობა მიეცემათ, რომელიც დღეს მსოფლიოში აქტუალურია. პროექტის მიზანია, საქართველოში გაძლიერდეს კინოსექტორი და მაყურებელი დაუბრუნდეს კინოს. რეგიონებში, სადაც ნაკლებად იყო ხელმისაწვდომი ფილმების ნახვა, გაიზრდება იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებსაც საშუალება მიეცემათ ეზიარონ კინოხელოვნებას.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1720
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია