დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
"ყაზტრსანგაზ-თბილისის" სპეციალურ მმართველად ირაკლი გაბუნია წარადგინეს
ავტორი:
2013/08/30 10:47:02
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ილია ელოშვილმა "ყაზტრანგაზ-თბილისის" თანამშრომლებს სპეციალური მმართველის თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატი ირაკლი გაბუნია გააცნო. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ მიიღო და პროცედურის მიხედვით, დასამტკიცებლად ირაკლი გაბუნიას კანდიდატურა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს წარუდგინა. ამჟამად ირაკლი გაბუნია კომპანია "სოკარ ჯორჯია გაზის" დირექტორის მოადგილედ მუშაობს. როგორც ილია ელოშვილმა განაცხადა, " ყაზტრსანგაზ-თბილისის " დროებითმა მმართველმა ანა თაქთაქიშვილმა თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება თვითონ დაწერა. ელოშვილის განცხადებით, მას საკმაოდ რთულ პერიოდში მოუწია მუშაობა. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ანა თაქთაქიშვილის განცხადება დააკმაყოფილეს და დღეს ხდება ახალი მმართველის წარდგენა. აღსანიშნავია, რომ ყაზახურმა კომპანია "ყაზტრანსგაზმა " თბილისის გაზგამანაწილებელი კომპანია "თბილგაზი" 12 500 000 აშშ დოლარად 2006 წელს შეიძინა. 2009 წლისთვის "ყაზტრანგაზ-თბილისს" 80 მილიონი ლარის დავალიანება დაუგროვდა, აქედან 68 მილიონი საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიმართ. კომპანიის მიერ დაგროვილი ვალების ამოღების მიზნით, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 2009 წელს "ყაზტრანსგაზ-თბილისში " სპეციალური მმართველი დანიშნა.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1741
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია