დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
კინომოყვარულებს საუკეთესო პოლონური და ქართული ფილმების გასაბერ ეკრანზე ნახვის საშუალება ექნებათ
ავტორი:
2013/09/12 12:50:27
კინომოყვარულებს საუკეთესო პოლონური და ქართული ფილმების გასაბერ ეკრანზე ნახვის საშუალება ექნებათ კინოთეატრის ფორმატის ეკრანებზე საუკეთესო პოლონური და ქართული ფილმების გარე ჩვენებები საქართველოში პირველად გაიმართება. კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის პოლონეთიდან ჩამოვა დიდი ზომის გასაბერი ეკრანი, რომელიც საქართველოს სხვადასხვა ქალაქში იმოგზაურებს. ჩვენებების ადგილზე მაყურებელს დახვდება კომფორტული სავარძლები. ფილმები წარმოდგენილი იქნება ქართული და ინგლისური სუბტიტრებით. ღონისძიებაზე დასწრება უფასოა. ჩვენებები გაიმართება ქუთაისში, ბათუმსა და თბილისში.
პროექტს წარმოადგენს პოლონეთის საელჩო საქართველოში პოლონეთის კულტურის სამინისტროს პატრონაჟით და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით. პარტნიორები არიან თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის მერია, ადამ მიცკევიჩის ინსტიტუტი, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, პოლონეთის ეროვნული ფილმოტეკა.
ჩვენებების განრიგი ასეთია, ქუთაისი: 12 – 13 სექტემბერი, 100 საფეხურთან; ბათუმი: 15-დან 21 სექტემბრამდე, ბათუმის კინოფესტივალის ფარგლებში; თბილისი: 24 -დან 29 სექტემბრამდე, რიყის პარკი.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1651
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია