დაისვენე კურორტ ახალდაბაში
გიორგი მარგველაშვილი - ჩემთვის უბრალოდ მოგება არ არის მთავარი
ავტორი:
2013/08/29 17:14:02
კოალიცია "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი ამბროლაურის მოსახლეობას ხვდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოდან" აცნობეს, მარგველაშვილი ადგილობრივებს საპრეზიდენტო პროგრამას აცნობს. ამასთან, კოალიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა უკვე გამართა შეხვედრა ონის რაიონის ცენტრში, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას კოალიციის კანდიდატი ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგენკომ და დევნილთა და განსახლების მინისტრმა დავით დარახველიძემ წარუდგინეს. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატები და საზოგადოების წარმომადგენლები."ჩვენი მიზანია ქართველი კაცი დაუბრუნდეს თავის ბუნებრივ ყოფას, მთავრობამ კი არ უნდა მოიგონოს რა სჭირდება ხალხს, არამედ ხალხმა უნდა მისცეს დაკვეთა მთავრობას. სოფლის მეურნეობის განვთარება კი არ არის ჩვენი სტრატეგია, არამედ სოფლის განვითარება და აღორძინება," - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.კოალიციის კანდიდატმა ადგილობრივ მოსახლეობას 27 ოქტომბერს აქტიურობისკენაც მოუწოდა. "ჩემთვის უბრალოდ მოგება არ არის მთავარი, ჩემთვის ისეთი მოგებაა მნიშვნელოვანი, რომელიც როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ აჩვენებს, რომ ხალხი, მთავრობა და პრეზიდენტი ერთ გზაზე დგანან და ერთნაირი შეხედულება აქვთ საქართველოს მომავალთან დაკავშირებით", - განაცხადა მარგველაშვილმა.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1671
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია