დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დიდი ბრიტანეთის უშიშროების საბჭო - მსოფლიო არ უნდა გადგეს გვერდით
ავტორი:
2013/08/28 18:58:02
დიდი ბრიტანეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს განცხადებით, "მსოფლიო არ უნდა გადგეს გვერდით" მას შემდეგ, რაც სირიის მთავრობამ ყველასთვის მიუღებელი გადაწყვეტილება მიიღო და ქიმიური იარაღი გამოიყენა, - ამის შესახებ "ბი-ბი-სი" იუწყება. გავრცელებული ინფორმაციით, საგანგებო სხდომის შედეგად მხარეები შეთნხმდნენ, რომ საკითხის განხილვა ხუთშაბათს მოხდეს. "ბი-ბი-სის" ცნობით, ბრიტანეთმა ასევე შეიმუშავა გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციის პროექტი მშვიდობიანი მოქალაქეების დაცვისთვის "აუცილებელი ზომების" გატარებაზე. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, დევიდ ქემერონის პრესმდივნის განცხადებით, სირიის მთავრობის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების საპასუხოდ, დიდი ბრიტანეთის მიერ გადადგმული ნაბიჯები "ლეგალური და კონკრეტული" იქნება.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1575
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია