დაისვენე კურორტ ახალდაბაში
,,ცხოვრება საუკუნო არა ნათესაობით მოიპოების”
ავტორი:
2013/09/10 10:20:02
მეტეხის ღვთისმშობლის ეკლესიაში არის სარწმუნოებისათვის მოწამებრივად თავშეწირული წმიდა დედოფლის, შუშანიკის საფლავი, რომლის ცხედარი 578 წელს კათალიკოსმა კირიონ პირველმა გადმოასვენა ცურტავიდან, დასტურად იმისა, რომ ,,ცხოვრება საუკუნო არა ნათესაობით მოიპოების, არამედ აღსარებითა წმიდისა სარწმუნოებისასა’’. ამ მოვლენის ქრისტიანულ განმარტებას მიხეილ საბინინის წმიდა შუშანიკისადმი მიძღვნილი ტექსტის შესავალში ვკითხულობთ: ”წმიდა მოწამე და ვარსკვლავი საქართველოს ეკლესიისა შუშანიკ, იყო ასული დიდისა სომეხთ მხედართ მთავრისა ვარდან დიდისა მამიკონიანისა, ასულის წული სომეხთ მამათ მთავრისა წმ. ისააკ დიდისა (390 – 440წ.) და ძის წულის ასული წმ. ნერსეს დიდისა (340 - 437) სომეხთ მამათ მთავრისა. წმ. ისააკ დიდი  მამათ მთავარი, უკანასკნელი შთამომავალი იყო წმ. მღვდელ-მოწამისა გრიგორისა. ვარდან მამიკონიან, შემდეგ განდგომილებისა სპარსთაგან, იწამა მათ მიერ მართლმადიდებლობისათვის, რამეთუ მათ დღეთა შინა სომეხნი, მკვიდრ იყვნეს მართლმადიდებლობასა ზედა ბერძენთასა და ამისა გამოთ დიდი კავშირი ჰქონდათ  ქართველთა და სომეხთა. შემდეგ უარყოფობისა სომეხთა მიერ წმ. მართლმადიდებლობისასა 551 წ.კავშირი სიყვარულისა და ერთობისა სარწმუნოებისა სრულიად დაირღვა და იმ დროდგან, ვიდრე აქამომდე შური და მტერობა ფრიადი დაემკვიდრა სომეხთა ერთმხრივ და ბერძენთა ქართველთა თანა მეორეს მხრივ; ამის გამო სომეხთა არა ოდეს არა აქვთ უფლება ზრახვისა, ვითარმედ წმ. შუშანიკ მათგანი არს და მოწამე მათის სარწმუნოებისა. ჭეშმარიტი არს ესე, თუ ვიეთმე დროსა შინა წმიდისასა, ყოფილ იყო სარწმუნოება აწინდელთა სომეხთა, წმიდა იგი უთუოდ შეაჩვენებდა და ბილწად შერაცხავდა სწავლასა სომეხთასა. უწყოდენ სომეხთა, რომელთა ”ხსენება შეჩვენებულ არს ამიერ უკუნისამდე” (ნახე წიგნი მარგალიტი ბოლო გვერდი), რამეთუ ნამდვილი ცხოვრება საუკუნო არა ნათესაობით მოიპოების, არამედ აღსარებითა წმიდისა სარწმუნოებისასა, რომელსა ზედა დამკვიდრებულ არს მსოფლიო სამოციქულო კათოლიკე ეკლესია”. სურათზე: წმიდა დედოფლის - შუშანიკის საფლავი მეტეხის ტაძარში
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1611
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია