დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ქარმა თბილისში ხე წააქცია
ავტორი:
2013/09/06 13:00:02
ამინდის მოსალოდნელ გაუარესებასთან დაკავშირებით ბათუმში მობილიზებულია სამაშველო ჯგუფები, კაფე-ბარების უმეტესობა დაკეტილია, დამსვენებლებს კი სანაპირო ზოლში ყოფნა ეკრძალებათ. მობილიზაციაა გამოცხადებული თბილისშიც, სადაც რამდენიმე საათის წინ წვიმა იყო. სტიქიას მნიშვნელოვანი ზარალი არ მიუყენებია, მხოლოდ რამდენიმე ხეა დაზიანებული, რომელიც ქარმა წააქცია. სინოპტიკოსების პროგნოზით ამინდის გაუარესება ღამით არის მოსალოდნელი. ძლიერმა წვიმამ თბილისის ცალკეულ უბნებს გარკვეული პრობლემები შეუქმნა, ქარმა ქორწინების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ჭადრის ხე წააქცია. თუმცა ამ დროისთვის ვითარება სტაბილურია. საგანგებო რეჟიმში მუშაობენ 112 და თბილისის მერიის საგანგებო სიტუაციების სამსახური. მერიის საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსი თემურ გიორგაძე ამბობს, რომ მოსალოდნელია დიდი ნალექი და ქარი, ამიტომ მოსახლეობას მოუწოდებს ქუჩაში გამოსვლისგან თaვი შეიკავონ, როგორც ფეხით, ისე ავტომობილით მოსიარულეებმა. კოორდინირებულად მუშაობენ სახელმწიფო უწყებები. გარემოს დაცვის მინისტრ ხათუნა გოგალაძის განცხადებით, განგაშის და პანიკის საფუძველი არ არსებობს. მისი თქმით, სიტუაციის გამწვავება მოსალოდნელია ღამის 00:00 საათიდან, ხოლო პიკი დაახლოებით 03:00-04:00 საათზე იქნება. სინოპტიკოსების პროგნოზით, ძლიერი წვიმა ხვალ დღის ბოლომდე შენარჩუნდება.
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1865
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია