დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისი ორ მაისობას მასპინძლობს
2013/05/02 17:30:58

ორმაისობასთან დაკავშირებული ღონისძიებები 10 საათიდან დაიწყო და ამ წუთებშიც გრძელდება. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი ხელისუფლება და მმართველი პარტია ქუთაისობას დამოუკიდებლად აღნიშნავდნენ და ოპონენტებმა „კოჰაბიტაციას“ ვერც ქუთაისობის ხათრით მიაღწიეს.

„ქართული ოცნების“ და „დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლება ორმაისობა ისტორიული ოქროს ჩარდახის ეზოში აღნიშნეს.

„ყველა ქუთაისელს და არამარტო მათ, ვულოცავთ ქუთაისობას. ჩვენ გადავწყვიტეთ, დღევანდელ დღეს განსხვავებულად შევხვედროდით, ამიტომ იმერეთის მეფეთა საზაფხულო რეზიდენციაში, ოქროს ჩარდახში მოვიწვიეთ ქალაქის შემოქმედებითი და სამეცნიერო ინტელიგენცია, მივულოცეთ ერთმანეთს ეს დღესასწაული. გავიხსენეთ წარსული და სამომავლო გეგმებიც დავსახეთ“, - აღნიშნა პარლამენტის წევრმა ომარ ნიშნიანიძემ.

ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატმა გუბაზ სანიკიძემ კი დააანონსა, რომ უახლოეს პერიოდში მოხდება პრეზენტაცია იმ პროექტების, რომელსაც მთავრობა ქუთაისში განახორციელებს.

რაც შეეხება სტატუსს, რომლითაც ქუთაისი მომავალ ორმაისობას შეხვდება, სანიკიძის განცხადებით, ჯერ არაა გადაწყვეტილი, შეინარჩუნებს თუ არა ქუთაისი საპარლამენტო ქალაქის სტატუსს.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1494
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია