დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
5 მილიონი – გარემოს
2009/07/31 18:06:56

2008 წლის 22 ოქტომბერს ბრიუსელში გამართულ დონორთა კონფერენციაზე, სადაც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა (მსოფლიო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, სავალუტო ფონდი და სხვ.), აგრეთვე ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებული შტატებმა  4.55 მლრდ აშშ დოლარის ოდენობის დახმარების გამოყოფა აღუთქვეს საქართველოს მთავრობას. ფინანსთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ამ დახმარებიდან გარემოს დაცვისათვის განკუთვნილია 5 მილიონი ევრო, რომელსაც გამოყოფს გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკი. „მწვანე ალტერნატივა“ საქართველოს წარმომადგენლის ირაკლი მაჭარაშვილის თქმით: „ამის თაობაზე ხელშეკრულება ომამდე დიდი ხნით ადრე არსებობდა. ამ 5 მილიონი ევროდან 1 მილიონი მიდის სამხრეთ კავკასიის დაცული ტერიტორიების ფონდში, ხოლო 4 მილიონი დაიხარჯება ხევში (ყაზბეგში) ბიოსფერული რეზერვატის შექმნაზე. უახლოეს პერიოდში დონორი დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან ერთად გამოაცხადებს ტენდერს ამ ბიოსფერული რეზერვატის შექმნის შესაძლებლობების წინასწარი შესწავლისათვის.“

გარემოს დამცველები ახალი დაცული ტერიტორიების შექმნის ხელშეწყობას და ყაზბეგის ბიოსფერული რეზერვატის შექმნას  ძალზე საჭირო  და მნიშვნელოვან პროექტად მიიჩნევენ გარემოსდაცვითი თვალსაზრისით, თუმცა აქვე აცხადებენ, რომ ძნელია რაიმენაირად დაუკავშირო 2008  წლის რუსეთის აგრესიის შედეგად საქართველოს გარემოზე მიყენებული ზარალის ანაზრაურებას.

ოფიციალური ინფორმაციით ხარჯვა განხორციელდება დონორის ჩვეულებრივი პროცედურებით და თანხა არ შევა სახელმწიფო ხაზინაში. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1440
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია