დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ნაწამები პატიმარი ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრშია გადაყვანილი
2013/04/09 12:37:08

გაზეთმა „P.S.“-მა მოიპოვა ინფორმაცია ქუთაისის №2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მომხდარი წამების ფაქტზე.

 

წყაროს ინფორმაციაზე დაყრდნობით, ?2 დაწესებულებაში მყოფი პატიმარი დავით ქუთათელაძე მასზე განხორციელებული წამების გამო ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს. პატიმრის დედას კი შვილის მდგომარეობის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ მიეწოდა და უთხრეს, რომ მისმა შვილმა შეუძლოდ იგრძნო თავი.

„ძველ ხელისუფლებას ჰქონდა ჩემი შვილის დაკავების ინტერესი. პატიმარი ფლობდა წილს სავაჭრო ცენტრში. აღსანიშნავია ისიც, რომ ციხის დღევანდელი დირექტორი დავით ცირეკიძე უშუალოდ მონაწილეობდა დავითის დაკავებაში. მაშინ ის სამმართველოს უფროსი იყო და მან თავად ჩაუდო ჩემს შვილს ნარკოტიკული საშუალებები. ეს იყო მიზანმიმართული დაჭერა და ახლა, როცა ცირეკიძე ციხის დირექტორია, ყოველმხრივ ცდილობს, ჩემი შვილი აწამოს და გაანადგუროს,“ - აცხადებს პატიმრის დედა.

აქვე უნდა გავიხსენოთ ამავე დაწესებულების პატიმრის დავით ცუცქირიძის პროტესტის უკიდფურესი ფორმაც: არაადამიანური მოპყრობის გამო პატიმარმა პირი ამოიკერა და სხეული საწოლზე მიიკერა. ციხეში შესულ ადვოკატს ცუცქირიძე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არსებულ გაუსაძლის მდგომარეობასა და დირექტორ ცირეკიძის დაუდევრობაზე  ესაუბრა. გასულ თვეში იმავე დირექტორს ადანაშაულებდა ათი პატიმარი, რომელთაც თავი ერთმანეთზე გადაიბეს.

ჩვენ შევეცადეთ, გადაგვემოწმებინა, მართლაც იმყოფებოდა თუ არა დავით ქუთათელაძე ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში. აღმოჩნდა, რომ პატიმარი მართლაც იქ გადიოდა საჭირო მკურნალობას ბადრაგის გაძლიერებული მეთვალყურეობის ქვეშ.

ინფორმაციის სამართლიანობის დადგენისათვის შევეცადეთ ქუთაისის სასჯელაღსრულების ?2 დაწესებულების დირექტორთან დავით ცირეკიძესთან ტელეფონით დაკავშირებას, რაც იმ დროისათვის ვერ მოხერხდა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1574
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია