საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ლადო ჯურხაძე: ადამიანის ჯანმრთელობა ჩვენს პრიორიტეტად რჩება (R)
2017/09/24 20:39:44

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ხონის მერობის კანდიდატმა ლადო ჯურხაძემ მაჟორიტარობის კანდიდატ ია სულუხიასთან ერთად, დედალაურის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ ამომრჩეველთან წინასაარჩევნო შეხვედრა გამართა.

ვიცი, რომ უამრავი პრობლემაა აღმოსაფხვრელი, თუმცა ყველას კარგად მოგვეხსენება ის სიკეთები, რაც ამ ხელისუფლების პირობებში დაინერგა. ადამიანის ჯანმრთელობა ჩვენს პრიორიტეტად რჩება და საყოველთაო ჯანდაცვასთან ერთად, ახალი პროგრამები იქმნება. მოსახლეობისთვის სერიოზული შეღავათია მედიკამენტების უზრუნველყოფის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, 23 დასახელების მედიკამდენტი მოსახლეობისთვის სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად არის ხელმისაწვდომი, - განაცხადა მერობის კანდიდატმა.

ლადო ჯურხაძემ მოსახლეობას აქტიურობისა და ადგილობრივ თვითმმართველობაში მეტი ჩართულობისკენ მოუწოდა. 

„ჩემი თხოვნაა, იყავით აქტიურები, მწვავედ დააყენეთ და ჩვენამდე მოიტანეთ თქვენი პრობლემები და გპირდებით, მე და ჩემი გუნდი არ დავიშურებთ ჩვენს რესურსს, დროსა და ენერგიას და  ჩვენი ქალაქის, სოფლების, ქვეყნის წინსვლისთვის გვერდით დაგიდგებით, - განაცხადა ლადო ჯურხაძემ.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2128
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია