დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ხალხის თუ ნაციონალების ბიუჯეტი?
2013/03/27 12:27:14

2012 წლის ქუთაისის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში „რესპუბლიკური პარტიის“ ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე გააპროტესტეს და აღნიშნეს, რომ გასული წლის ბიუჯეტის არამიზნობრიბი ხარჯვა, არასწორი პრიორიტეტების შედეგია.

„მაშინ, როდესაც 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჯანდაცვაზე ერთი მილიონი ლარი დაიხარჯა, მერიის თანამშრომლების ხელფასების სახით შვიდი მილიონი ლარი იქნა გაცემული. დასუფთავებას ბიუჯეტიდან 3 662 400 ლარი ჰქონდა გამოყოფილი, მიუხედავად ამისა, მერიის სარდაფი ნაგვით არის სავსე, სადაც მუშაობენ, სადაც ყოველდღე დადიან, ის თუ ვერ დაასუფთავეს, როგორი დასუფთავებული იქნება ქალაქი და გარეუბნები?"– განაცხადა ქათამაძემ.

ნატო ქათამაძე მერიის 2012 წლის სარეზერვო ფონდში არსებულ მდგომარეობასაც აკრიტიკებს.

„ეს არის „ბიუჯეტი ხალხთან ერთად“ და არა „ბიუჯეტი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, ამიტომ სარეზერვო ფონდის 68% მერიის თანამშრომლების მატერიალურ დახმარებებსა და წახალისებაში  არ უნდა გაცემულიყო. სწორედ ბიუჯეტთან ასეთი მიდგომა არის ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვა,“ – განაცხადა რესპუბლიკელმა ნატო ქათამაძემ.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1535
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია