დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ხარაგაულში მიმდინარე სამუშაოები ჩინეთის ელჩმა დაათვალიერა
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/04/25 12:56:20

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში არსებული ჩინური საწარმოები ჩინეთის ელჩმა იუე ბინმა, იმერეთis გუბერნატორის პირველმა მოადგილემ სალომე იობიძემ, ვიცე გუბერნატორმა ალექსანდრე იოსებაშვილმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მოინახულეს.


ხარაგაულში ამ ეტაპზე ორი ჩინური კომპანია ფუნქციონირებს, ერთ-ერთი მათგანი ქვიშა-ღორღს ამუშავებს, მეორე კი გვირაბების მშენებლობას აწარმოებს. კომპანიებში 80 - მდე ადგილობრივია დასაქმებული. ჩინეთის ელჩის ვიზიტის ფარგლებში, მხარეებმა ერთობლივად განსახორცილებელ სხვა პროექტებზეც ისაუბრეს.

 

2015 წლიდან ხარაგაულის რაიონში ფონა-მოლითი-ძირულას 40 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დაიწყება. აღნიშნული მონაკვეთი ავტობანის მშენებლობის პერიოდში, ცენტრალური მაგისტრალის ალტერნატივა იქნება. პროექტს აზიის განვითარების ფონდი დააფინანებს.


დღესვე ხარაგაულის მუზეუმმა ჩინეთისადმი მიძღვნილ გამოფენას უმასპინძლა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ისტორიულმა მუზეუმმა ჩინეთის ელჩ იუე ბინს, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის პირველ მოადგილეს სალომე იობიძეს, ვიცე გუბერნატორ ალექსანდრე იოსებაშვილს და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს უმასპინძლა.


მუზეუმის ადმინისტრაციამ ჩინურ დელეგაციას ხარაგაულის რაიონში აღმოჩენილი უძველესი ძვირფასეულობა და საყოფაცხოვრებო ნივთები დაათვალიერებინა.


 მუზეუმში ჩინეთის კულტურისა და არქიტექტურის თემატიკაზე გადაღებული ფოტოების გამოფენაც მოეწყო. ფოტოების ავტორი რეჟისორი, ფოტოხელოვანი და პროდიუსერი რამაზ ბლუაშვილია.


 ჩინეთის საელჩოს წარმომადგენლები სწორედ აღნიშნული გამოფენის დასათვალიერებლად ჩამოვიდნენ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში. სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის პირველ მოადგილის სალომე იობიძის თქმით, აღნიშნული ტიპის კულტურული ღონისძიებები ქართველი და ჩინელი ხალხის დაახლოების პროცესს უწყობს ხელს.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2241
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია