დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
სააკაშვილი პარლამენტის წინაშე 6 თებერვალს გამოვა
2013/01/31 15:29:22

თებერვლის პირველ სამშაბათს მე-8 მოწვევის პარლამენტის საგაზაფხულო სესია იხსნება. მიხეილ სააკაშვილი კი ანგარიშით 6 თებერვალს პლენარულ სხდომაზე გამოვა.

ეს გამოსვლა პრეზიდენტის რანგში მიხეილ სააკაშვილისთვის ბოლო ანგარიში იქნება.

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტს პირველად მოუწევს პარლამენტის ისეთი შემადგენლობის წინაშე გამოსვლა, რომელშიც მისი პარტია, „ნაციონალური მოძრაობა" უმცირესობაშია.

საქართველოს პრეზიდენტი ტრადიციულად, წელიწადში ერთხელ პარლამენტს ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მოხსენებას წარუდგენს. ეს პარლამენტის წინაშე პრეზიდენტის მე-10 გამოსვლა იქნება.

საზოგადოების ნაწილი პარლამენტის წინ პრეზიდენტის გამოსვლის დღეს აქციის გამართვას გეგმავს, სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1469
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია