აჭარაში მცხოვრები აფხაზი დევნილილები დღეს ქუთაისში პარლამენტის წინ აქციის გამართავს გეგმავენ. დევნილები ბინებით დაკმაყოფილებას მოითხოვენ. მათი თქმით, 2006 წელს ბათუმის სასტუმროებიდან გამოსახლების შემდეგ ისინი უსახლკაროდ დარჩენ, რადგან ის ფულადი კომპენსაცია, რაც მათ მიიღეს, ბინების შესაძენად საკმარისი არ აღმოჩნდა.
აჭარაში მცხოვრები დევნილების უკმაყოფილება მინისტრის განცხადებამ გამოიწვია, შეგახსენებთ, დარახველიძემ განაცხადა, რომ სახელმწიფოს არ აქვს ფუფუნება, დევნილებს ბინები ორჯერ დაურიგოს, ამიტომ კომპენსირებული დევნილებისათვის ფართების გამოყოფა აღარ მოხდება.
დევნილები მინისტრს სიცრუეშიც ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ დარახველიძე იტყუება, როდესაც ამბობს, თითქოს აჭარაში მცხოვრები დევნილების მიერ მიღებული შვიდიათას დოლარიანი კომპენსაციის შესახებ ინფორმირებული არ იყო.