დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
არჩევნები 2013
ეგზიტპოლის შედეგები ბურჯანაძისთვის მიუღებელია
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/10/27 22:27:11

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები შედგა. მართალია, ხმების დათვლა ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ ეგზიტპოლების შედეგები უკვე არსებობს და ბუნებრივია, „ქართული ოცნება“ გამარჯვებას ზეიმობს.

 

ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატმა დავით ბაქრაძემ და თბილისის ნაციონალმა მერმა უკვე მიულოცეს გამარჯვება გიორგი მარგველაშვილს. ამავე დროს, ისიც ხაზგასმით დააფიქსირეს, რომ მათ მიერ მოპოვებული მეორე ადგილი ფაქტობრივად პირველ ოპოზიციურ პარტიად აღიარებაა საზოგადოების მხრიდან.

 

ბუნებრივია, ეგზიტპოლების შედეგს არ აღიარებს ნინო ბურჯანაძე და ცენტრალურ საარცევნო კომისიას ხმების ობიექტური დათვლისკენ მოუწოდებს. ამავე დროს, აცხადებს, რომ მათი პარტია ხმების პარალელურ დათვლას განახორციელებს.

 

ვიდრე ცენტრალური საარცევნო კომისიის საბოლოო შედეები გამოქვეყნდება, გთავაზობთ იმ ორი კომპანიის ეგზიტპოლების შედეგებს, რომლებმაც საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების ეგზიტპოლები განახორციელეს.


 GFK-ის ეგზიტპოლის შედეგები


გერმანული კომპანია GFK-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში კოალიცია "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა გაიმარჯვა.

 
18.00
საათისთვის არსებული შედეგების თანახმად, რომელიც 20.00 საათზე გამოქვეყნდა, მარგველაშვილი 66,7 %-ით ლიდერობს. მეორე ადგილზე "ნაციონალური მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე გავიდა, რომელმაც ამომრჩეველთა ხმების 20,2 % მიიღო. 


რაც შეეხებათ დანარჩენ კანდიდატებს, ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, "დემოკრატიული მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატ ნინო ბურჯანაძეს მხარი მოქალაქეების 7,5 %-მა დაუჭირა, "ლეიბორისტული პარტიის" პრეზიდენტობის კანდიდატ შალვა ნათელაშვილს 2,1 %-მა, "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერ გიორგი თარგამაძეს კი მხარი ამომრჩეველთა 1,1 %-მა დაუჭირა. 


საპრეზიდენტო არჩევნებზე ეგზიტპოლი კომპანია GFK-იმ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის დაკვეთით ჩაატარა. 


 ACT ჯგუფის ეგზიტპოლის შედეგები


ტელეკომპანია "იმედის" დაკვეთით კომპანია ACT ჯგუფის მიერ ჩატარებულ ეგზიტპოლებში საქართველოს ყველა რეგიონში გიორგი მარგველაშვილი ლიდერობს. 


ეგზიტპოლების შედეგები ასე გადანაწილდათბილისში - გიორგი მარგველაშვილი 69,3%, დავით ბაქრაძე - 15,6%, ნინო ბურჯანაძემ - 9,2%, შალვა ნათელაშვილი - 3,2%, გიორგი თარგამაძე 2,7. 


შიდა ქართლში - გიორგი მარგველაშვილი 66,8%, დავით ბაქრაძე - 15,0%, ნინო ბურჯანაძე - 10,1%, შალვა ნათელაშვილი - 3,5%, გიორგი თარგამაძე - 0,9%. 


იმერეთში - გიორგი მარგველაშვილი 78,3%, დავით ბაქრაძე 10,9%, ნინო ბურჯანაძე - 7,5%, შალვა ნათელაშვილი - 1,5%, გიორგი თარგამაძე - 0,8%. 


რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - გიორგი მარგველაშვილი - 65,3%, დავით ბაქრაძე - 20,0%, ნინო ბურჯანაძე -12,0%, შალვა ნათელაშვილი - 0,9%, გიორგი თარგამაძე - 0,6%. 


გურიაში - გიორგი მარგველაშვილი - 74,8%, დავით ბაქრაძე - 15,8, ნინო ბურჯანაძე - 5,6 %, შალვა ნათელაშვილი - 1,3 %, გიორგი თარგამაძე - 0,8%. 


სამეგრელო-ზემო სვანეთში - გიორგი მარგველაშვილი - 57,6%, დავით ბაქრაძე - 27,5 %, ნინო ბურჯანაძე - 11,0%, შალვა ნათელაშვილი - 1,2%, გიორგი თარგამაძე - 1,1%.


აჭარაში - გიორგი მარგველაშვილი - 64,8%, დავით ბაქრაძე - 16,4%, ნინო ბურჯანაძე - 13,4%, შალვა ნათელაშვილი - 2,3%, გიორგი თარგამაძე - 1,4%.


სამცხე-ჯავახეთში - გიორგი მარგველაშვილი - 63,0%, დავით ბაქრაძე - 22,1%, ნინო ბურჯანაძე - 10,8%, შალვა ნათელაშვილი - 1,0%, გიორგი თარგამაძე - 0,9%. 


მცხეთა-მთიანეთში– გიორგი მარგველაშვილი - 73,8%, ნინო ბურჯანაძე 13,4%, დავით ბაქრაძე - 6,4%, შალვა ნათელაშვილი - 4,9%, გიორგი თარგამაძე - 0,3%.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2698
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია