დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
სამედიცინო დაწესებულებებში არსებული მომსახურება სასამართლო დავების მიზეზი ხდება
2013/06/21 15:02:13

ჯანმრთელობის სფეროში ადამიანის უფლებების დაცვასა და მისი მოგვარების მექანიზმებზე იმსჯელეს დღეს კოალიციის: „ადამიანის უფლებები ჯანდაცვის სფეროში“ წარმომადგენლებმა ქუთაისელ ადვოკატებთან ერთად. შეხვედრაზე ჯანმრთელობის დაცვის სფეროში არსებულ ხარვეზებზე გამახვილდა ყურადღება.

კოალიცია „ადამიანის უფლებები ჯანდაცვის სფეროში“, ფონდ „ღია საზოგადოება –საქართველოს” მხარდაჭერით   ახორციელებს პროექტს, რომელიც ეხება ჯანდაცვის სფეროში დავების ალტერნატიული  გადაწყვეტის მეთოდის დანერგვასა და მედიაციის ხელშეწყობას. პროექტის ფარგლებში  მოეწყობა შეხვედრები თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში. ორგანიზატორების ინფორმაციით, საზოგადოების ფართო მასების ინფორმირებისათვის შეხვედრები სხვა ქალაქებსა და რაიონებშიც მოეწყობა.

ნანა ზავრადაშვილი, კოალიციის აღმასრულებელი დირექტორი: „პროექტის მიზანია განავითაროს და ხელი შეუწყოს საქართველოში ჯანმრთელობის დაცვის სფეროში,  ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებათა დაცვას. საზოგადოებაში მართლშეგნების დონის ამაღლებას და კანონის პატივისცემის დამკვიდრებას. სხვა მიმართულებებთან ერთად კოალიცია განახორვილელებს საზოგადოების და მასში არსებული მოწყვლადი და მარგინალური ჯგუფების სამოქალაქო და სოციალური უფლებების დაცვას.  ჩვენ დაწესებულებებში მცირე გამოკითხვა ჩავატარეთ, რითაც გვინდოდა გამოგვევლინა არსებული პრობლემები, მაგალითად, ადამიანები ჩივიან იმის გამო, რომ მოსახურებას ვერ იღებენ, ასევე, ჩივიან ხანგრძლივი ლოდინის გამოც, რისთვისაც პაციენტებს სამედიცინო დაწესებულებებში დამატებითი მომსახურების გადახდა უწევთ.

ჯანმრთელობის დაცვის სფეროში პაციენტთა უფლებების უკეთესი რეალიზაციისათვის მნიშვნელოვანია საზოგადოების ინფორმირება მათი უფლებებისა და არსებული კანონმდებლობის შესახებ. იმისათვის, რომ იბრძოლო შენი უფლების დასაცავად კარგად უნდა იცნობდე ამ უფლებას  და შესაბამისად კანონის ფარგლებში მოითხოვო საკუთარი უფლებების დაცვა.“

საქართველოში ჯანდაცვის სფეროში ადამიანის უფლებათა დაცვა მწვავე პრობლემად რჩება. ბოლო წლებში მიმდინარეობს ჯანდაცვის საკანონმდებლო ბაზის დახვეწა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. რეალობა აჩვენებს, რომ სამედიცინო კლინიკებსა და დაწესებულებებში მომრავლდა პაციენტთა პრეტენზიები სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელთა მიმართ, იმატა სასამართლო სარჩელებმაც.

ქეთი სვანიძე,ადვოკატი:“ დღევანდელი შეხვედრა მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით კი ჯანდაცვის სფეროშო მომუშავე ადვოკატებისათვის. ვისაუბრეთ ამ სფეროში არსებულ პრობლემატიკაზე. ამ ტრეინინგების გავლის შემდეგ, საშუალება გვექნება  უკეთესად ვიმუშაოთ ამ კუთხით და პაციენტებს სრულყოფილი მომსახურება გავუწიოთ.“

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1751
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია