დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
თვითმმართველობების გამჭვირვალე მუშაობისათვის, საზოგადოების ჩართულობა მნიშვნელოვანია
2013/06/20 15:34:58

„ადგილობრივი თვითმმართველობა  საქართველოში დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე" – ამ სახელწოდების დისკუსია გაიმართა დღეს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

დისკუსიის მიზანს წარმოადგენდა საზოგადოების ინფორმირება ადგილობრივი თვითმმართველობების უფლებამოსილებების, ვალდებულებების, მიზნებისა და საქმიანობის შესახებ, ასევე, თუ როგორ ხდებოდა და ხდება რეალობაში მათი განხორციელება.

პრეზენტაცია წერეთლის უნივერსიტეტის საჯარო სამართლის მაგისტრატურის პირველი კურსის სტუდენტმა  და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა იურიდიული ფაკულტეტის სტიპენდიანტმა თათჲა ნიჟარაძემ მოაწყო. მისი განცხადებით, აუცილებელია, მოხდეს ადამიანების ინფორმირება ადგილობრივ თვითმმართველობებში არსებულ მდგომარეობებზე, მათ უფლებებსა და მოვალეობებზე, რადგან საზოგადოებამ შეძლოს მჭიდრო ურთიერთობა საკუთარ ხელისუფლებასთან. მიაწოდოს მას ინფორმაცია პრობლემებსა და საჭირბოროტო საკითხებზე.

შეხვედრა საიას იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის პროექტის „დასავლეთ საქართველოს სამაგისტრო პროგრამის სტიპენდიის“ ფარგლებში,  „აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის“ ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. რომელსაც სტუდენტ-მასწავლებლებთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„საინტერესო თემაა, ხდება საზოგადოების ინფორმირება და მასში სტუდენტები არიან ჩართულნი. მით უფრო მნიშვნელოვანია, რომ, ამ ეტაპზე, როდესაც სამინისტროს მხრიდან საუბარია თვითმმართველობის სრულყოფაზე და მუშავდება ახალი კონცეფცია. კარგი იქნება თუ მსგავსი თემების განხილვაში ბევრი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას,  დაფიქსირდება მათი მოსაზრებები და ეს მოსაზრებები მიეწოდება  იმ პირებს, რომლებიც მუშაობენ ამ კონცეფციაზე,“– აღნიშნა საქართველოსახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ პაატა კლდიაშვილმა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1382
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია