დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში მცხოვრებ 68 დევნილ ოჯახს დევნილთა მინისტრმა ბინები გადასცა
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/05/23 16:16:53

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა დავით დარახველიძემ ქუთაისში 68 დევნილ ოჯახს  ახალი ბინები გადასა.


დევნილებმა ბინები ქუთაისში ჭავჭავაძის #58-ში მდებარე ყოფილ სკოლა-ინტერნატის შენობაში მიიღეს. შენობას სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა, სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ NBG” განახორციელა. რომლის საერთო ღირებულებაც 1 158 000 ლარია.


 4 სართულიან შენობაში 68 ბინაა, აქედან 20-ერთოთახიანი, 28-ოროთახიანი და 20-სამოთახიანი.


მინისტრამა ბინები დევნილებს იმერეთის გუბერნატორთან ზაზა მეფარიშვილთან და ქუთაისის მმშ ნოდარ მიქიაშვილთან ერთად გადასცა.


დარახველიძის განცხადებით, წლის ბოლომდე ქუთაისში კიდევ 4 შენობის რეაბილიტაცია მოხდება, სადაც დევნილები შესახლდებიან.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2636
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია