დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ურთიერთგამომრიცხავი მოლოდინი ქუთაისის მერიაში
2013/06/17 17:00:39

დაიწყება თუ არა ხვალიდან ქუთაისის მერიაში რეორგანიზაცია?

ქუთაისის მერის არჩევის შემდეგ, ადგილობრივ თვითმმართველობაში მწვავე საკითხად რჩება მოსალოდნელი რეორგანიზაცია.

რამდენიმე კვირის წინ, სამსახურებიდან მოსალოდნელი გაშვების შესახებ წერილობით გაფრთხილება მერიის სამასამდე თანამშრომელს მიუვიდა, მათ შორის – სამსახურების ხელმძღვანელებსაც.

გავრცელებული ინფორმაციით,  მერიის თანამშრომლები თანამდებობებს ხვალიდან დატოვებენ, თუმცა ამ ამბავს არ ადასტურებს მერის თანაშემწე ტატო ლილუაშვილი. მისი  განცხადებით, რეორგანიზაცია არ დაწყებულა და არც ხვალიდან დაიწყება, მისივე თქმით, არც ის ინფორმაციაა სწორი, თითქოს, მერიაში სრული რეორგანიზაცია იგეგმება.

„ეს არაა მერის გადასაწყვეტი საკითხი, თანამშრომელთა განთავისუფლების შესახებ საუბარი დიმიტრი კოპალიანის მერად არჩევამდე დაიწყო და ეს საკითხი საკრებულოს სხდომაზე გადაწყდა, ამიტომ რეორგანიზაციას მერთან არაფერი აქვს საერთო,"– აღნიშნა ტატო ლილუაშვილმა.

დიმიტრი კოპალიანის თანაშემწისგან განსხვავებით, დაგეგმილ რეორგანიზაციაზე პასუხისმგებლობას მერიის თანამშრომლები და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ახალ მერს აკისრებენ. მათი განცხადებით, ის არგუმენტები, რითიც მერიის სამსახურების ხელმძღვანელებს სამსახურიდან უშვებენ, სასაცილოა. საკრებულოს ბოლო სხდომაზე გია უკლებამ ურჩია კიდეც დიმიტრი კოპალიანს, არ მოაწეროს ხელი იმ სისულელეს, რასაც მერიის რეორგანიზაცია-ოპტიმიზაცია ჰქვია.

რატომ გაიწელა დროში მერიაში დაგეგმილი რეორგანიზაციის პროცესი და რომელი სამსახურების ხელმძღვანელები მოხვდებიან განთავისუფლებულთა სიაში, ჯერჯერობით, არ ხმაურდება.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1474
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია