დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
„ქალთა ფეხბურთის დღეები“ ქუთაისში
2011/07/11 13:06:30

ჩვენს მკითხველებს შორის, ალბათ, ნაკლებად იქნებიან ისეთები, ვისაც ეცოდინებათ, რომ გერმანიაში ქალთა ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს. ეს გასაგებიც არის, რადგან საქართველოში არ არსებობს ქალთა ფეხბურთის გუნდი, რომელიც მონაწილეობას მიიღებს შეხვედრებში. ზოგიერთმა თქვენგანმა შეიძლება თქვას, მამაკაცთა ფეხბურთი არ არის ჩვენს ქვეყანაში სათანადო დონეზე და ქალთა ფეხბურთისთვის ვის სცალიაო. თუმცა, რა ვიცით?.. იქნებ სწორედ ე.წ. „სუსტი სქესის“ წარმომადგენლებმა მიაღწიონ  დიდ წარმატებას?

 

ქალთა ფეხბურთის პოპულარიზაციისთვის გოეთეს ინსტიტუტი ამიერკავკასიაში ღონისძიებას ატარებს, კერძოდ - ბაქოში, ერევანში, თბილისსა და ქუთაისში. ჩვენს ქალაქში აღნიშნული შეხვედრის ჩატარება იმიტომ გადაწ-ყდა, რომ, ორგანიზატორების აზრით, ქუთაისში გერმანულის სწავლის ძალიან მაღალი დონეა და  ბრწყინვალე სტუდენტები არიან.

„ქალთა ფეხბურთის დღეების“ ორგანიზატორის - გოეთეს ინსტიტუტის პარტნიორები ქუთაისში აკაკი წერეთლის სახელმწიფო  უნივერსიტეტი, მე-18 საჯარო სკოლა და გერმანულ-ქართულ ურთიერთობათა საზოგადოება იყო.

ღონისძიება ორ დღეს გაგრძელდა. პირველ დღეს ჩატარდა შეხვედრა, რომლის დროსაც მონაწილეებმა შეისწავლეს, თუ როგორ უნდა გაკეთდეს რადიოგადაცემა ქალთა ფეხბურთზე. მეორე დღეს კი ლუდის ბარ „მირზაანში“ კორეა-შვედეთის და აშშ- კოლუმბიის გუნდების თამაშების ჩვენება გაიმართა, სადაც  უცხოელმა სტუმრებმა და სემინარის მონაწილეებმა გერმანიიდან მოწვეული მუსიკოსების - მარლენე ჯონსონისა და დენჯერ დენისთან ერთად მშვენიერი საღამო გაატარეს. განწყობას ლუდიც ქმნიდა, რომელმაც სტუმრები მშვენიერ ხასიათზე დააყენა. 

„ჩვენ გვითხრეს, რომ „მარილი აკლია წვნიანს“, გერმანულის რეკლამას, სწორედ ასეთი ღონისძიებაა საჭირო რათა,  კიდევ უფრო გაიზარდოს გერმანულისადმი დაინტერესება. ქუთაისელები საყვარელი ხალხი ხართ, დიდ სიამოვნებას მანიჭებს ამ ქალაქში ღონისძიებების ჩატარება“, - განაცხადა ჩვენთან საუბრის დროს ორგანიზატორმა გაიეტა ბაუმანმა.

მონაწილეებს გადასცეს სერთიფიკატები, ასევე ჩატარდა კონკურსი,  ვის უფრო ორიგინალური ჩაცმულობა ექნებოდა.

„სემინარი, საერთო ჯამში, ძალიან საინტერესო გამოვიდა: ახალი თემები წარმოიშვა, იყო დისკუსიები, ყველამ გამოთქვა თავისი მოსაზრება, იყო დასმული პრობლემა, უნდა თამაშობდნენ თუ არა ქალები ფეხბურთს. საქართველოში ფეხბურთის ძალიან დიდი პრობლემაა, განსაკუთრებით - ქალების მონაწილეობით. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ აუცილებლად უნდა განვითარდეს ეს სფერო, აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას. მე პირადად ძალიან მიყვარს, ეზოში ხშირად ვთამაშობ. ჩვენ გვქონდა მცდელობა იმისა, რომ განვითარდეს ქალთა ფეხბურთი. გვქონდა თამაში უნივერსიტეტის სტუდენტებს - ეს იყო მცდელობა, რომ საფუძველი ჩავუყაროთ ქალთა ფეხბურთის განვითარებას“. - აღნიშნა ჩვენთან საუბრისას თათია კენჭაძემ, ?1 საჯარო სკოლის მაძიებელმა მასწავლებელმა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1413
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია