დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ერთი დღე მოხუცების გვერდით
2011/11/28 12:33:21

23 ნოემბერს, გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის სპეციალობის მეორე კურსის სტუდენტების ორგანიზებით, წყალწითელას მოხუცთა თავშესაფარს ტკბილეული და საჩუქრები გადაეცა. საქველმოქმედო აქცია დევიზით „გავულამაზოთ ერთი დღე მოხუცებს“, ქუთაისის მოქალაქეების ფინანსური დახმარებით და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის თანადაფინანსებით განხორციელდა.

„საქველმოქმედო აქციის იდეა მე და ჩემს მეგობარს გაგვიჩნდა. ამის   შემდეგ გადავწყვიტეთ, ქალაქის ქუჩებში გავსულიყავით ბავშვები ყულაბებით და შეგვეგროვებინა სათანადო თანხა. თანხის ნაწილი უნივერსიტეტის სტუდენტურმა თვითმმართველობამ გადმოგვირიცხა,“ - განაცხადა ორგანიზატორმა ანა ჯიშკარიანმა.

აქციით კმაყოფილი დარჩნენ იქ მცხოვრები ბენეფიციარები.

„ძალიან მიხარია, დღეს რომ ასე გაგვიხალისეთ ჩვენი პანსიონის ბინადრები. მიუხედავად იმისა, რომ მათ ჩვენ არ ვაკლებთ მზრუნველობასა და ყურადღებას, ახალგაზრდების დაფასება სულ სხვაა,“ - აღნიშნა  მოხუცთა თავშესაფრის ხელმძღვანელმა მალხაზ ბადრეიშვილმა.

ბენეფიციარებისათვის საჩუქრებისა და ტკბილეულის გადაცემის შემდეგ, იქ მცხოვრებლებმა კონცერტი გამართეს და სიმღერები შეასრულეს. როგორც ორგანიზატორებმა განაცხადეს, მსგავს აქციებს მომავალშიც გამართავენ.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1707
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია