დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
„ქრისტიან-დემოკრატების“ ეკონომიკური ხედვა ქუთაისში
2011/03/10 14:03:16

ეკონომიკური ხედვის პრეზენტაცია „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ წარმომადგენლებმა ქუთაისშიც გამართეს.  მათ აქცენტები იმერეთისათვის მნიშვნელოვან მიმართულებაზე გააკეთეს - სოფლის მეურნეობის ეკონომიკური პოლიტიკის შესახებ  ისაუბრეს, საკითხები განიხილეს რეგიონულ ჭრილში .

შეხვედრაზე „ქრისტიან-დემიკრატების “ ლიდერმა, გიორგი თარგამაძემ განაცხადა: „რა და როგორ უნდა შეიცვალოს ქართულ ეკონომიკაში, ამის შესახებ დიდი ხნის წინ წარმოვადგინეთ პროგრამა,  ყოველკვირეულად დავდივართ სხვა და სხვა რეგიონის სოფლებში, ადგილობრივი მოსახლეობისგან ვიგებთ, რა საკითხია მათთვის აქტუალური და პარლამენტში, თვითმმართველობის ორგანოებში  გამოვდივართ ინიციატივებით, ვსაუბრობთ ამ პრობლემებზე“. 

მათი განმარტებით, რა თქმა უნდა, მიღწეული შედეგები არ არის საკმარისი, იმისათვის, რომ ქართული  ეკონომიკისა და სოფლის განვითარების ქრისტიან-დემიკრატული ხედვა პრაქტიკულად განხორციელდეს. „საჭიროა ხელისუფლების დაინტერესება ამ პრობლემით, ასევე თავად მოსახლეობის მეტი ჩართულობა და არჩევნებზე იმ პოლიტიკური ძალის მხარდაჭერა, რომელიც ქვეყანას განვითარების გზაზე დააყენებს და  გლეხს ღირსებას დაუბრუნებს. “- განაცხადა პარტიის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1939
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია