დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
არასამთავრობო ორგანიზაციები რუსთავი 2-ის ქონების დაყადაღებასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებენ
2015/08/08 14:53:17

ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები ვეხმაურებით სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის საკუთრებასთან დაკავშირებით ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს და ქონების დაყადაღების გადაწყვეტილებას, რამაც შესაძლოა, ხელი შეუშალოს საქართველოში ყველაზე რეიტინგული, კერძო ტელეკომპანიის სრულფასოვან ფუქნციონირებას.

 

სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის ცნობით, ქიბარ ხალვაშის სარჩელის საფუძველზე, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ უკვე დააყადაღა ტელეკომპანიის ქონების ნაწილ.

 

ამ დრომდე კომპანიის  თანამესაკუთრეობაზე და მოსალოდნელ სამართლებრივ დავაზე არაერთ პირს განუცხადებია, მათ შორის არა მხოლოდ ტელეკომპანიასთან უშუალოდ დაკავშირებულ, არამედ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებს. რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკა არაერთხელ გამხდარა ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების საჯარო კრიტიკის საგანი.  ამ ფონზე, უშუალოდ კომპანიის მიმართ სამართლებრივი შედეგის მქონე ქმედებები პირველად განხორციელდა.

 

მიუხედავად იმისა, რომ ტელეკომპანია რუსთავი 2-თან დაკავშირებულ დავას აქვს კერძო სამართლებრივი ხასიათი, ზოგადი პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მთელი ამ პროცესის მიღმა შეიძლება  პოლიტიკური ინტერესი იკვეთებოდეს. ეს ეჭვები  ხელისუფლების წარმომადგენლების არაერთი განცხადებით კიდევ უფრო მყარდება. საქართველოში მედიის თავისუფლების და პლურალიზმის განვითარებისათვის აუცილებელია, ამ ეჭვის გაქარწყლება, რისთვისაც პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალედ და მიუკერძოებლად უნდა წარიმართოს და ტელეკომპანიის ნორმალურ ფუნქციონირებას ხელი არ შეეშალოს. მოვლენების ასეთი განვითარება განსაკუთრებით სახიფათო შეიძლება, აღმოჩნდეს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში, რა დროსაც სამართლიანი და თანაბარი საარჩევნო გარემოს უზრუნვესაყოფად პლურალიზმს და მოსაზრებათა მრავალფეროვნებას დემოკრატიული პროცესისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. 


ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები მხარდაჭერას გამოხატავს საქართველოში მედიის თავისუფლების მიმართ და  ყურადღებით  დააკვირდება რუსთავი 2-ის ირგვლივ მოვლენების განვითარებას. 

 

მედიის განვითარების ფონდი - MDF

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა - GDI

საქართველოს რეფორმების ასოციაცია - GRASS

ტოლერანტობისა და მარავალფეროვნების ინსტიტუტი - TDI

 

ხელმოწერას უერთდებიან და მედიის თავისუფლების მხარდამჭერას გამოხატავენ ასევე:

გაზეთი P.S. ( "პოსტსკრიპტუმი");

ინტერნეტგამოცემა www.psnews.ge ;

"სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის განვითარების ინსტიტუტი".

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 29243
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია