საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ზღვამ სოჭის მახლობლად ივერიის ღვთისმშობლის ხატი გამორიყა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/10/25 01:26:49

 

სოჭის მახლობლად მდებარე საკურორტო  ქალაქ  გოლოვინკაში  შავი ზღვის ტალღებმა  ივერიის ღვთისმშობლის ხატი  გამორიყა.

 

ამის შესახებ „იტარ–ტასი“ იუწყება.

 

მისივე მონაცემებით, ხატი სანაპიროზე ერთ-ერთმა ტურისტმა  იპოვა და იქვე მდებარე წმინდა  ნინოს  სახელობის ტაძარში მიიტანა.

 

როგორც „იტარ-ტასს“ ტაძრის წინამძღვარმა კონსტანტინე  ხადარინმა  უამბო,  ხატი 1896 წლითაა დათარიღებული და მასზე ავტორის სახელიცაა დატანილი - „პროტოპრესვიტერი ალექსანდრე სმირნოვი  მოსკოვიდან“.

 

ივერიის ღვთისმშობლის გამოსახულება ვერცხლის ფურცელზეა დატანილი, მოოქროვილია და ძვირფასი ქვებითაა შემკული.

 

როგორც კონსტანტინე ხადარინი აცხადებს, წყალში  ყოფნის მიუხედავად, გამოსახულება საკმაოდ კარგადაა შემონახული.

 

„გაგვიკვირდა, რომ რელიქვია  ტალღებმა სწორედ 13  ოქტომბერს გამორიყა, – იმ დღეს, როდესაც  მართლმადიდებელი ეკლესია ივერიის ღვთისმშობლის ხატს მიაგებს პატივს“ – აღნიშნა მან.

 

ხატი ჯერ–ჯერობით წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიაში დარჩება. ადგილობრივი ღვთისმსახურები მის რესტავრირებას გეგმავენ.

 

წყარო: frontnews.ge   

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 9872
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია