დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
აქტიურ ტურისტულ სეზონს საქართველო კვლავ ძველი და მოუგვარებელი პრობლემებით ხვდება
ავტორი: ნატო გუბელაძე
2018/03/07 13:26:30

ქვეყანაში ტურისტთა და ვიზიტორთა რაოდენობა დინამიურად იზრდება. ვხვდებით თუ არა მომზადებულები აქტიურ სეზონს?! პასუხი არის ცალსახად არა ! – ასეთ შეფასებას აკეთებს ტურისტული კომპანია „რესთ ინ ჯორჯია“-ს ხელმძღვანელი, გამოცდილი გიდი და სოციალურ ქსელში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ჯგუფის „ინფო გიდებისათვის“ ადმინისტრატორი, ლევან რევაზიშვილი.

 

თავის შეფასებას ლევანი კონკრეტული ფაქტებით ამყარებს და იმ პრობლემების მოკლე ჩამონათვალს აქვეყნებს ჯგუში, რომელიც დღემდე მოუგვარებელია და ტურისტებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. აი, ეს ჩამონათვალიც:

 

1. საზოგადოებრივი ტუალეტები კვლავ არ არსებობს;

 

2. მთავარი გზების გასწვრივ ისევ ყრია ნაგავი, რაც ძალიან ცუდ შთაბეჭდილებას ტოვებს ქვეყანაზე! უნდა განხორციელდეს აქტიური პროპაგანდა ნაგვის დაყრის წინააღმდეგ ტელევიზიებით და დაიდგას ურნები, იქ სადაც ნაკლებობაა!

 

3. ტურისტების უსაფრთხოებოს პრობლემა კვლავ მოუგვარებელია! „ციგნები“ უკვე არა მარტო ფულს თხოვენ, არამედ, ხელით ეხებიან და ფულს აცლიან ტურისტებს! რაც ყაჩაღობაა დღისით, მზისით, ქალაქის ცენტრში.! ზაფხულში ვიყავი ბაქოში ტურზე, სადაც ერთი მათხოვარი, ან „ციგანი“ ვერ ვნახე ხუთი ტურისტული ობიექტიდან ვერც ერთზე..

 

4. ტურისტებს აყაჩაღებენ ასევე ღამის კლუბებში, აჩვენებენ ერთ მენიუს, სადაც შამპანურის ფასი არის 100 ლარი და ბოლოს გამოაქვთ მეორე, სადაც 1000 წერია, ხდება ზეწოლა და დაშინება დაცვის მიერ და იძულება თანხა გადაიხადონ! ირიბი ყაჩაღობა!

 

5. გავაუმჯობესეთ თუ არა სერვისი და მომსახურეობა?! პასუხი არის არა, რადგან ყველა, ვინც ავტომობილზე პლაკატს გააკრავს, ატარებს ტურებს და არ არსებობს არანაირი კონტროლის მექანიზმი! 

 

6. უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმების მიზნით ჩამომსვლელთა რაოდენობა იზრდება და არ ხორციელდება კონტროლი, ხშირ შემთხვევაში, არ იხდიან გადასახადებს..! ჩვენ ყოველდღიურად მოწმენი ვართ, როგორ ადეპორტებენ სხვადასხვა ქვეყნებიდან საქართველოს მოქალაქეებს, თუ არ გააჩნიათ სამუშაო ვიზა და ნებართვა! რატომ არ უნდა მოვითხოვოთ წესრიგი აქ ?!

 

7. ასევე, რესტორნებში ხშირად გამოიყენება უვარგისი პროდუქტი და არ ხორციელდება ხარისხის შესაბამისი კონტროლი, განსაკუთრებით -რეგიონებში! არის სრული ქაოსი და განუკითხაობა!

 

8. სახელმწიფომ მეტად უნდა გაითავისოს როლი, მთავრობის პირდაპირი მოვალეობაა, დაიცვას უცხო და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეთა უსაფრთხოება! 

 

9. ასევე მიმაჩნია, რომ ტურიზმიდან შემოსული მილიარდებიდან უნდა მოხდეს ინვესტირება, ინფრასტრუქტურული პრობლემების მოსაგვარებლად და ახალი ტურისტული ობიექტების შესაქმნელად, რათა მთელი დატვირთვა არ ხდებოდეს რამდენიმე რეგიონზე და მეტად გაეწიოს სხვა მხარეებს და კუთხეებს პოპულარიზაცია! სამუშაო იმაზე მეტია, ვიდრე გვგონია!

 

ლევან რევაზიშვილი მხოლოდ ერთ დადებით ფაქტზე ამახვილებს ყურადღებას, რაც მთავრობის მიერ განხორციელდა: „მთავარი დადებითი ფაქტი, რაც განხორციელდა, არის მცირე ბიზნესისთვის გადასახადების ერთ პროცენტამდე დაყვანა. ეს ძალიან პოზიტიურია და უფრო მეტი შედეგის მომტანი იქნება როგორ კერძო სექტორისთვის, ასევე - სახელმწიფო ბიუჯეტისთვის და ქვეყნის ეკონომიკისთვის“.

 

ლევანის მსგავსად, ტურიზმის სექტორში არსებულ სხვადასხვა პრობლემებზე სოციალურ ქსელში ბევრი მოსაზრება გავრცელდა, რომელთაგან რამდენიმე ციტატას შემოგთავაზებთ:

 

ანუკი გიორგობიანი: „ ჩამოთვლილიდან ყველაზე მეტად მაფიქრებს დაყაჩაღებები და უვარგისი საკვებიიი.ეს დიდი და მოუგვარებელი კატასტროფააა.“

 

დავით ნასარიძე:  „გეთანხმები ... ბევრია სამუშაო ამ მიმართულებით ... ნაგვის ურნების დადგმა არ შველის, ურნებს იპარავენ ან მალევე ნადგურდება ...ასევე საგანგაშო თემაა ცელოფნის პარკები ან აკრძალონ ან ისეთი დაამზადონ, რაც იშლება ღია ცის ქვეშ ... არასათანადო ყურადღება ექცევა სხვა სფეროებს, მედიცინას, აბანოებს, იარაღის წარმოებას, მეაბრეშუმეობას ...მარტო ღვინის ქვეყანა არ ვართ მოკლედ „

 

მაია ჩადუნელი: „ ბაქოში იმიტომ ვერ ნახე მათხოვრები,რომ კანონი მიიღეს და ყველა მათხოვარი ქვეყნიდან გაყარეს. აბა, მიხვდი სად ჩამოვიდნენ ეს „ციგნები“?საზღვარზე როგორ გადმოდიან პასპორტის გარეშე? აი ესაა საკითხავი“

 

დავით ნასარიძე: „მნიშვნელოვანი თემაა ისიც, რომ არაბული სამყაროდან თურქეთიდან და რუსულენოვნები ჩამოდიან ტურისტებად და მერე აქ მუშაობენ და არსად ფიქსირდებიან გადამხდელებად. შემოსული ფული უკან გადის. ეს უნდა იყოს რეგულირებადი... ტურისტი არი ტურისტი და ტურიზმში დასქმებული არაკონურენციულ გარემოს არ უნდა ქმნიდეს როგორც „გიდი დრაივერი“ ან რესტორნის პერსონალი, თან ენაც არ იციან და რას უყვებიან ჩვენ ქვეყანაზე თავის მოქალაქეებს, კაცმა არ იცის“.

 

ნინაკა ხოტივრიშვილი: „ მე მაინც სახელმწიფოს მიერ აუცილებლად მოსაგვარებელ საკითხად მიმაჩნია, შემოსული 3 მილიარდიდან (რომლის შემოტანაშიც, ბევრი ჩვენთაგანის შრომა და უძილო ღამე დევს) არაა რთული, გამონახო ამ სფეროს გასავითარებლად საჭირო სახსრები, მითუმეტეს, რომ ეს "ტ უ რ ი ზ მ ი ა".

 

ოთო ჯაფარიძე: „ტურისტული სეზონი კი იწყება, მაგრამ მე უკვე სერიოზული ეჭვი მაქვს, რამდენად უნდა სახელმწიფოს ტურიზმის განვითარება! საქმე იმაშია, რომ როგორც ხდება ცნობილი, სვანეთში და კერძოდ მესტიის ირგვლივ თითქმის ყველა მნიშვნელოვან ტურისტულ წერტილში ჰესი ან თითქმის აშენებულია ან იგეგმება!“

 

ნიკოლოზ ბერეკაშვილი:“სწორად აღნიშნე სახელმწიფომო - ალბათ, როდესაც გვექნება ნამდვილი სახელმწიფო, თავისი ინსტიტუტებით, მაშინ მოევლება ამ პრობლემებს. ქვეყანაში სრული ვაგხანალიაა ყველა სფეროში ხელისუფლების მხრიდან, ასე რომ, მოცდა მოგვიწევს და იმედი მაქვს, დიდხანს არა

 

რუსა მჭედლიშვილი: “ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ რომ შეკრიბოს ტურიზმში ჩახედული გამოცდილი ხალხი, რომლებსაც ყოველდღიური კონტაქტი აქვთ ტურისტებთან და მოისმინოს თუ რა პრობლემებს ვაწყდებით თუნდაც ჩვენ და როგორ ვცდილობთ ჩვენივე თანამოქალაქეების "მიქარულის" გამოსწორებას?კარგი იქნებოდა. შემდეგ გამოსავალზეც და სამომავლო გეგმებზეც მარტივი იქნებოდა მსჯელობა, როცა ზუსტად იცი რომელ კუთხეს რა უჭირს და რა არის მოსაგვარებელი. ხოლო რაც შეეხება „ციგნებს“, მარტო ტურისტებს კი არა, ჩვენც გვძარცვავენ და რატომ არავინ არ იღებს ზომებს?

 

ლევან რევაზიშვილის აზრით, მთავარი პრობლემა მაინც ისაა, რომ ტურიზმში არ არსებობს რამდენიმე წელზე გათვლილი სტრატეგია! რას ვაპირებთ და სად მივდივართ ხუთ ან ათ წელიწადში..

მისივე თქმით,  ზემოთ აღნიშნულ ფაქტებზე მათ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთანაც ღიად უსაუბრიათ, ყველა პრობლემაზე მიუწოდებიათ ინფორმაცია, მაგრამ, სამწუხაროდ, ტურიზმის ადმინისტრაციასაც არ აქვს შესაბამისი ბერკეტები, დამოუკიდებლად მოაგვაროს ზემოთ აღნიშნული. ყველაფერი უფრო მაღალ დონეზე უნდა გადაწყდეს... 

 

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2145
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია