დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ტყიბულში ორი მაღაროელი დაიღუპა
2011/11/07 14:09:33

ტყიბულის მინდელის სახელობის მაღაროში ნომერ მეოთხე მომპოვებელ უბანზე გუშინ საღამოს წმენდით სანგრებში ჭერი ჩამოინგრა. დაიღუპა ორი მეშახტე.

წინასწარი ინფორმაცის საფუძველზე უბედური შემთხვევის მიზეზი სამთო მასივის შერყევა გახდა. ზუსტ მიზეზებს სპეციალურად შექმნილი კომისია დაადგენს.

კომპანია „საქნახშირი" მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს. უბედური შემთხვევით გამოწვეულ ყველა ხარჯს სადაზღვეო კომპანია და „საქნახშირი" აანაზღაურებს.

ცნობისთვის, ამჟამად მაღაროში სტაბილური სიტუაციაა და კვლავ მიმდინარეობს მომპოვებელი სამუშაოები.

 ghn.ge

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1504
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია