დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საქართველო საერთაშორისო კულინარიულ გამოფენაში „Sirha 2019” პირველად მიიღებს მონაწილეობას
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2019/01/09 00:13:55

საქართველო საერთაშორისო კულინარიულ გამოფენაში „Sirha 2019” პირველად მიიღებს მონაწილეობას


როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, ასეთი დონის გამოფენაში საქართველოს მონაწილეობის მიზანი ქართული გასტრონომიის უნიკალურობის წარმოჩენა და მსოფლიო ბაზარზე მისი, როგორც ბრენდის შექმნა და დამკვიდრებაა.

 

„Sirha 2019“ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო პლატფორმაა, სადაც საქართველოს შესაძლებლობა ეძლევა, მსოფლიოს არაერთი ქვეყნიდან ჩამოსულ სტუმარს ქართული კულტურის უნიკალურობა და, ამავე დროს, ჩვენი ქვეყნის ტურისტული პოტენციალი გააცნოს. 



 საქართველოს გამოფენაზე წარადგენს გასტრონომიული გუნდი, ლევან ქოქიაშვილის ხელმძღვანელობით.

 პროექტის ფინანსური მხარდამჭერები არიან: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქპატენტი და ღვინის ეროვნული სააგენტო. 

 გამოფენის ორგანიზატორები არიან საქართველოს კულინარიის ფედერაცია და კვების დაწესებულების ბიზნეს საკონსულტაციო სააგენტო „გასტრონავტი“.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1185
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია