დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ზურაბ კილაძე: „დროულად დაწყებული მკურნალობა დადებით შედეგს იძლევა“
2011/01/25 16:20:34

ქუთაისის დედათა და ბავშვთა სამკურნალო დიაგნოსტიკური ცენტრის კლინიკაში ამ დროისათვის H1N1 ვირუსით დაავადებული რვა ორსული ქალი მკურნალობს. მათი მდგომარეობა სტაბილურია. ჯერჯერობით საავადმყოფოში გართულებული შემთხვევები არ დაუფიქსირებიათ. როგორც psnews.ge-სთან საუბარში ცენტრის სამეანო-ობსერვატიული განყოფილების გამგემ ზურაბ კილაძემ განაცხადა: „ამ ეტაპისთვის, A-ტიპის ვირუსის პანდემია არ არსებობს, ბოლო მონაცემებით, ჩვენს ცანტრში დაახლოებით თხუთმეტ პაციენტს აეღო ანალიზი. რომელიც თბილისში გაიგზავნა და პასუხს უახლოეს დღეებში მივიღებთ. ხოლო ამჟამად რვა ორსული ქალბატონი წევს კლინიკაში, ყველანი კარგად არიან და მალე გავწერთ. წელს ისეთი გრიპი არ  არის, როგორც შარშან იყო, ალბათ, ხალხმა გაითავისა და დასაწყისშივე მოგვმართავენ. დროულად დაწყებული მკურნალობა ყოველთვის იძლევა დადებით შედეგს. გრიპის საწინააღმდეგო პრეპარატების, ტამიფლუსა და რელენზას საკმაო მარაგი გვაქვს. ვირუსით დაავადებულთა მკურნალობის ხარჯებს, ალბათ, როგორც შარშან, ისევ სახელმწიფო დაფარავს“.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1680
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია