დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ბობოხიძე და ხალხი
2009/11/02 12:54:49

გუშინწინეებზე მერიაში ვიყავი შესული, ჩემი საქმე მქონდა. კი იცით, ჩემი ამბავი, ერთი წუთი რო ვერ ვჩერდები უსაქმოდ: ყველა გაჭივრებულს უნდა დევედო მალამოდ და დოუამო ამ ჩვენი ფეთხუმი მთავრობის მიერ მიყენებული ტრავმები. რავა, გაჭირვებულებს ვერ შეხვდები და ქუჩაში მოგიწევს მაგნაირების მოძებნა, თუ? გადადგი ფეხი და ყოველ ნაბიჯზე შეგხვდებიან. თან რო მიცნობენ, რა კაციც ვარ და რაფერ მიყვარს სხვების ჭირ-ვარამის გულთან მიტანა! იმ წუთში მე მომვარდებიან და მეტყვიან, არიქა, ქაიხოსრო ბატონო, იქნება შენი ხათრი მაინც მეიდონ, გაგვყევი, შენი სიტყვა-პასუხით დაგვიდექი გვერდშიო. მეც უარს ვერ ვეუბნები ვერავის და ვბრძოლობ სიმართლისთვის და სიკეთისთვის ამ ნაციონალ ბაყბაყ-დევებთან.

ხოდა, მაშინაც ჩემს ახლობელს ვახლდი, ქალაქის მერთან უნდოდა შეხვედრა - პრობლემები აქვთ, წყლის, გზის და საერთოდ ყველაფრის. ამევიწერეთ საშვები და შეუყევით ამ ჩვენი „მთავრობის სახლის“ კიბეებს, ოუყევით და არ შემომესმა კატასტროფული კივილი?! ვინცხა ქალი გადმომდგარა მეოთხე სართულიდან და, რაც ძალი და ღონე აქვს, გაკივის. „გამოდი, შამუგია, გამოდი, გინდა თუ არაო! შენ არ იყავი, არჩევნების დროს გამწარებული რო მეხვერწებოდი, ბობოხიძეს მიეცი ხმაო! გამოდით ახლა და შენდა შენმა ბობოხიძემ მიშველეთ, საერთოდ რო არ მეკარებით, არც მიკარებთ და ჩემი პრობლემების გაგება არ გინდათო. გამოდი და გამოდი, რას მიკეთებს, ან რა გამიკეთა შენმა ბობოხიძემო?“

რისი გამომსვლელი იყო შამუგია, იჯდა თავისთვის კაბინეტში, რავა დევიჯერო, ეს კივილ-წივილი არ ესმოდა?

შეესიენ დაცვის ბიჭები: ქალბატონო, კდემამოსილი სახით შემოდით მერიის შენობაში და ახლა რამ გადაგრიათო. რამ გადამრია და - შამუგიამ და ბობოხიძემო. გამეიყვანეს ის ქალი ძლივსძლივობით გარეთ და გარეთაც გააგრძელა მაღალ ტონალობაში კივილ-წივილი.

იქვე თქვეს სხვა ქალებმა: მოდი ახლა ამ ქალს შევუერთდეთ და ყველამ დევიწყოთ დათა თუთაშხიას მეგობარი ნანო თავყელიშვილივით მოთქმა და კივილი, - ბობოხიძემ რა გაგვიკეთაო და მერე მიხვდება ჩვენი ხელისუფლება, რა დღეში ყავს ხალხიო.

ისე, მართლა რო გადაწყვიტონ ერთ დღეს მთელი ქალაქის ქალებმა იმ ქალივით საკუთარი პოზიციის გამოხატვა, ცუდათ წოუვა ამ ჩვენ ხელისუფლებას საქმე, არჩევნები კი არა და, ბარეორს ქუთაისსაც მოანატრებენ!

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1404
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია