დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რეგიონული თეატრები საპროტესტო აქციებს გეგმავენ
2018/01/10 21:04:37

ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი კოტე აბაშიძე ავრცელებს ინფორმაციას, რომ ისინი აპროტესტებენ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის პროექტის „ტელესპექტაკლის“ დახურვას. მისივე თქმით,ინფორმაციით, პროტესტს ხვალიდან სხვა რეგიონული თეატრებიც შეუერთდებიან.



,,ჩვენ ხვალიდან აქციას დავიწყებთ და გავაგრძელებთ მიზნის მიღწევამდე, რადგან ამ და მსგავსი პროექტების დახურვა, სერიოზულ დარტყმას აყენებს რეგიონების კულტურულ პოლიტიკას, რაც ეროვნული ცნობიერების და ჩვენი სახელმწიფო ინტერესების ღალატია". - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა.



პროექტ „ტელესპექტაკლის“ საშუალებით, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ბაზაზე რეგიონული თეატრების რეპერტუარიდან 60-მდე ტელევერსია შეიქმნა. ხვალ იმერეთის, გურიის, სამეგრელოსა და აჭარის თეატრების ხელმძღვანელები, წარმომადგენლებთან ერთად, მესხიშვილის თეატრში საპროტესტო აქციას გამართავენ პროექტის დახურვასთან დაკავშირებით და ქუთაისიდან ბათუმში, ტელევიზიის ბორდთან შესახვედრად გაემართებიან.


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1650
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია