დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
რატომ იზიდავთ ტურისტებს ლაგოდეხის ნაკრძალი?
2010/06/28 12:49:43

ბოლო რამდენიმე წელია, საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის პოპულარიზაციას ტურიზმის კუთხით ცდილობს. ყველა კუთხეს თავის „სავიზიტო ბარათი“ აქვს და სწორედ ეს მრავალფეროვნება იზიდავს ტურისტს საქართველოში.

საქართველოს უკიდურეს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ლაგოდეხის დაცული ტერიტორია ტურისტების ნაკლებობას ნამდვილად არ განიცდის. ზაფხულის დადგომისთანავე უცხოელთა რაოდენობამ იმატა, თუმცა ეგრეთ წოდებული „უიკენდის“ გატარებას ქართველებიც ნაკრძალში გეგმავენ. როგორც ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, აქ ტურისტები ძირითადად სამი დღით ჩამოდიან და ნაკრძალს სრულად ათვალიერებენ. ტურისტულ მარშრუტებს მათ ნაკრძალის დირექცია სთავაზობს - მათ შორის კარვებს და ცხენით გასეირნებასაც.

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიის სიმაღლე ზღვის დონიდან 400-დან 3500 მეტრამდე მერყეობს. ფლორითა და ფაუნით მდიდარმა ადგილებმა ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში მიიზიდეს ბუნების მოყვარულთა ყურადღება. ლაგოდეხის პოპულარიზაციაში დიდი როლი შეასრულა პოლონელმა ნატურალისტმა მლოკოსიევიჩმა. თუმცა მანამდე, 1903 წელს, ლაგოდეხის ხეობა იჯარით გადაეცა რუს თავად დემიდოვს. წესები, რომელიც რუსმა თავადმა მისთვის გადაცემულ მიწებზე დაამყარა, მკაცრი იყო: ამ ტერიტორიებზე ნადირობის უფლება მხოლოდ დემიდოვის ოჯახის წევრებს და სტუმრებს ჰქონდათ. ფაქტობრივად, რუსი თავადის მიერ შექმნილი მეურნეობა ნაკრძალის ფუნქციას ასრულებდა, რადგან აქ ნადირობა, ხის ჭრა, საქონლის ძოვება და თიბვა ადგილობრივებისთვის აკრძალული იყო.

1912 წელს რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოებისა და მეცნიერებათა აკადემიის შუამდგომლობით, ლაგოდეხის ხეობა ნაკრძალად გამოცხადდა. ეს იყო პირველი ოფიციალური დაცული ტერიტორია საქართველოში. 1996 წელს საქართველოს პარლამენტმა გაითვალისწინა ჩვენი ქვეყნის თვითმყოფადი და უნიკალური ბუნებრივ-კულტურული გარემოს მნიშვნელობა და მიიღო კანონი „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“. ამ კანონმა შექმნა იურიდიული საფუძველი დაცული ტერიტორიების დასაარსებლად, რომლის დანიშნულებაა, დაიცვას ქვეყნის ღირსშესანიშნავი ბუნებრვი გარემო და ძვირფასი კულტურული მემკვიდრეობა. ამ კანონის მიღებას საქართველოში საერთაშორისო კრიტერიუმებისა და ნორმების დაკანონება მოჰყვა, რაც კონსერვაციის მსოფლიო კავშირის რეკომენდაციებს ემყარება. ამ კანონის მიხედვით საქართველოში შეიძლება ხუთი კატეგორიის დაცული ტერიტორია არსებობდეს. სწორედ ამ კანონიდან გამომდინარე, 2003 წელს ლაგოდეხის ნაკრძალის გაფართოების და მის ფუნქციონირებაში ახალი სფეროს-ტურიზმის განვითარების ინტეგრირების მიზნით, მის ბაზაზე ორი დაცული ტერიტორია შეიქმნა: ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი, რომლის ფართობი 22266 ჰექტარია და ლაგოდეხის აღკვეთილი, სადაც 1992 ჰექტარი ტყის მასივი შედის. შედეგად კი დაცულმა ტერიტორიამ საგანმანათლებლო და რეკრეაციული ფუნქციაც შეიძინა.მიუხედვად ამისა, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი ტურისტების დიდი ნაკადის მისაღებად მზად არ არის. თავად ნაკრძალის ტერიტორიაზე, ადმინისტრაციულ შენობასთან 10 კაცზე გათვლილი სასტუმროა, თუმცა ნაკრძალში დასასვენებლად და გასართობად გაცილებით მეტი ტურისტი ჩადის. სწორედ ამან განაპირობა ლაგოდეხში ეგრეთ წოდებული „Get-Houses“-ის ჩამოყალიბება, რომელიც ტურისტს ოჯახურ გარემოს სთავაზობს. ასეთი ოჯახური სასტუმროებიც სულ რამდენიმეა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1513
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია