დღეს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებმა ერთობლივად განიხილეს „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილების შესახებ პროექტი. კანონპროექტი ითვალისწინებს, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, ნაცვლად პრეზიდენტის უშუალო დაქვემდებარებისა, გახდეს მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების გასამხედროებული დაწესებულება. კომიტეტებმა გადაწყვიტეს, რომ წარმოდგენილ კანონპროექტს დღეს პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.
(ბ.ი.)