დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ზესტაფონის მერის გადადგომის მოთხოვნით 10 დეკემბრიდან პერმანენტული აქციები დაიწყება.
2018/12/09 21:10:18

ზესტაფონის მოქმედი მერის კახაბერ მახათაძის გადადგომის მოთხოვნით ,ზესტაფონის მერობის ყოფილმა კანდიდატმა გიორგი გოგლიჩიძემ 10 დეკემბრიდან პერმანენტული აქციები დაანონსა.„კახა მახათაძის წინააღმდეგ, შვიდ საქმეზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ერთერთი არის ქერქული ნარჩენების მიტაცება, რომელშიც საკუთარი ძმა ჰყავს ჩართული; ასევე, ტენდერების საკითხი, კერძოდ კი, მან ტაბაკინის მამათა მონასტრის მისასვლელ გზაზე მეორედ გამოაცხადა ტენდერი და იმავე კომპანიას მოაგებინა, რომელმაც გზის იგივე მონაკვეთზე, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული ტენდერის პირობები არ შეასრულა. მას ზესტაფონთან მხოლოდ ბიზნესინტერესები აკავშირებს. კახა მახათაძეს არ აქვს მორალური უფლება იყოს ამ ქალაქის მერი“, – განაცხადა პრესკლუბმედიარუმშიგამართულ ბრიფინგზე გიორგი გოგლიჩიძემ. ზესტაფონის მერობის ყოფილი კანდიდატი მერს ასევე სასამართლო გადაწყვეტილებების შეუსრულობაში სდებს ბრალს. გოგლიჩიძის განცხადებით, მერმა არ შეასრულა ადგილობრივი რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება თანამშრომლების სამსახურში აღდგენის თაობაზე. გიორგი გოგლიჩიძე აცხადებს, რომ თუკი კახა მახათაძე დაკავებულ თანამდებობას არ დატოვებს, 200–მდე მხარდამჭერთან ერთად მერიის შენობის პიკეტირებას დაიწყებს. ზესტაფონში მერის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები 2018 წლის 18 სექტემბერს დაიწყო. თავდაპირველად აქციის მონაწილეებმა მჯდომარე აქცია გამართეს, მოგვიანებით კი მერიის შენობაში შევიდნენ და მერის მისაღები დაიკავეს. მოშიმშილეები ზესტაფონის მერს კორუფციაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ მახათაძე დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს.

გიორგი გოგლიჩიძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1194
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია