დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ვის სჭირდება ნაბუქო?
2009/07/14 05:00:18

„თურქეთს უნდა, რომ დაარწმუნოს მთელი მსოფლიო ნაბუქოს სადენების ირანში გავლის აუცილებლობაში.“- აღნიშნა 13 ივლისს ჩვენთან საუბარში ამიდ ნეჟადიმ, რომელიც ამერიკის ქალაქ მინიაპოლისის მეტროპოლიტენის უნივერსიტეტის პროფესორია. „დანარჩენ მსოფლიოს კი ეს არ სჭირდება. დღეს კი იღებენ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც უფრო პოლიტიკურია და არა პრაქტიკული. როცა ამერიკის პრეზიდენტი ბუში იყო, უნდოდა, რომ ამ ნავთობსადენს საქართველო-აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გაევლო. ახლა ობამას ამ პროექტში რუსეთის ჩართვაც სურს. ნაბუქოს პროექტი იმისდა მიხედვით იცვლება, თუ სად ვინ მოვა ხელისუფლებაში,“ - თქვა ამბობს პროფესორი. 13 ივლისს ანკარაში ნაბუქოს პროექტის კიდევ ერთი განხილვა შედგა. ამ ეტაპზე პროექტის მილიარდნახევრიანი დაფინანსებაა მოძიებული, თუმცა მის განხორციელებას 8 მილიარდი დოლარი სჭირდება. ნაბუქოს პროექტის წარმატებულობა როგორც დასავლეთ ევროპის, ასევე აღმოსავლეთის ქვეყნებისთვის ძალზედ  მნიშვნელოვანია. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1581
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია