დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
„ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატი პრაიმერისის შედეგებით გახდება ცნობილი
2013/06/12 01:23:42

„ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატი, სავარაუდოდ, მომავალ თვეს იქნება  ცნობილი, როდესაც პარტია საქართველოს მასშტაბით დაასრულებს გამოკითხვას - პრაიმერისს. ამის შესახებ გადაცემა „პოზიციაში“ უმცირესობის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ ისაუბრა. მისი განცხადებით, პარტიისათვის ძალიან დიდი დარტყმა იყო „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის, ვანო მერაბიშვილის დაკავება: „ ეს იყო უზარმაზარი დარტყმა პარტიაზე. მოქმედი გენერალური მდივნის დაკავება ყოველთვის უმძიმესია, მით უმეტეს, ისეთი აქტიური და ორგანიზატორი ადამიანის, როგორიც ვანო მერაბიშვილია. ამის შემდეგ პარტიაში დაიწყო გარკვეული მოფიქრების პერიოდი შეგვეცვალა თუ არ შეგვეცვალა გეგმები. ეს პირველი ეთერია, სადაც შემიძლია განვაცხადო, რომ ჩვენ მაინც დავრჩებით ჩვენ გეგმაზე და ჩავატარებთ პრაიმერისს, რომ ვაჩვენოთ საზოგადოებას, რომ გენერალური მდივნის დაპატიმრება არ არის პარტიის დასასრული და ეს არ ნიშნავს, რომ პარტია იხურება სიახლეებისთვის, პირიქით, დღეს ჩვენ კიდევ უფრო მეტი სიახლისთვის უნდა ვიყოთ მზად ამ ბრძლოს ფონზე.“- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ხოლო, რაც შეეხება იმას, იქნება თუ არა თავად დავით ბაქრაძე პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებული, მისი თქმით, ეს დამოკიდებულია უმცირესობის პოზიციაზე და საბოლოო გადაწყვეტილებას მხოლოდ მათთან ერთად მიიღებს.

 

 

n.b.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1376
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია