დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
"ლელო საქართველოსთვის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები უკვე ცნობილია
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2020/08/12 23:25:58

პარტიამ ლელო საქართველოსთვის, რომელიც „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებმა – მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ჩამოაყალიბეს, 12 აგვისტოს ერთმანდატიან ოლქებში 25 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.

ლელოს სახელით თბილისის ოლქებში კენჭს იყრიან:

  • საბა ბუაძე – მთაწმინდა-კრწანისი;
  • დეპუტატი ლევან კობერიძე – ვაკე;
  • ბადრი ჯაფარიძე – საბურთალო;
  • ლევან სამუშია – დიდუბე-ჩუღურეთი;
  • ფიქრია ჩიხრაძე – სამგორი;
  • გიგლა მიქაუტაძე – გლდანი;
  • ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი – ნაძალადევი;
  • ლანა გალდავა – ისანი.

დასავლეთ საქართველოს ოლქებში:

  • ანა ნაცვლიშვილი – ქუთაისი;
  • თორნიკე ართქმელაძე – წყალტუბო, ხონი და ვანი;
  • ანა ბიბილაშვილი – ზესტაფონი, თერჯოლა, ტყიბული და ბაღდათი;
  • ანი მიროტაძე – ჭიათურა, საჩხერე და ხარაგაული;
  • ირაკლი კუპრაძე – ბათუმი;
  • პაატა ცივაძე – ქობულეთი;
  • ჯამბულ ხოზრევანიძე – ხელვაჩაური, ქედა, შუახევი და ხულო;
  • გიორგი სიორიძე – ოზურგეთი, ლანჩხუთი და ჩოხატაური;
  • ალექსანდრე ახვლედიანი – ზუგდიდი;
  • გიორგი ბარამია – ფოთი და სენაკი;
  • სოსო ლიპარტელიანი – ამბროლაური, ონი, ლეჩხუმი, ლენტეხი და მესტია.

აღმოსავლეთ საქართველოს ოლქებში:

  • კახა კოჟორიძე – ხაშური და ქარელი;
  • პაპუნა კობერიძე – გორი და კასპი;
  • სოსო ვახტანგაშვილი – მცხეთა, დუშეთი, თიანეთი და ყაზბეგი;
  • გრიგოლ გეგელია – რუსთავი და გარდაბანი;
  • მურად მურადოვი – მარნეული და გარდაბანი;
  • ეკა ქვლივიძე – გურჯაანი, საგარეჯო და დედოფლისწყარო.

ლელომ შემდეგ ხუთ ერთმანდატიან ოლქში მჟორიტარობის კანდიდატები არ დაასახელა:

  • ბოლნისი, დმანისი, თეთრიწყარო და წალკა;
  • ახალციხე, ბორჯომი, ადიგენი და ასპინძა;
  • ახალქალაქი და ნინოწმინდა;
  • თელავი, ახმეტა, ყვარელი და ლაგოდეხი;
  • წალენჯიხა, ჩხოროწყუ, მარტვილი და აბაშა.

 

„ლელო არის ძალა, რომელიც შექმნის ეკონომიკის მძლავრ ხერხემალს, ასი-ათასობით სამუშაო ადგილს და ერთხელ და სამუდამოდ წელში გამართავს ყველა ოჯახს საქართველოში, შემქნის ძლიერ საშუალო ფენას , შემოიტანს საქართველოში მილიარდობით ინვესტიციას, ფეხზე დააყენებს მცირე და საშუალო ბიზნესს, გზას გაუხსნის ინოვაციებსა და ახალ ტექნოლოგიებს“, – თქვა მამუკა ხაზარაძემ.

 

„[ლელო]ააშენებს ანაკლიის პორტსა და ქალაქ ანაკლიას და ქვეყანას აქცევს ლოჯისტიკურ სატრანსპორტო ჰაბად, ეკონომიკურ, ფინანსურ, კულტურულ და სამეცნიერო ცენტრად… ჩვენ ვაქცევთ საქართველოს მიზიდულობის ცენტრად რეგიონში“, – დასძინა ხაზარაძემ.

 

„ლელო საქართველოს მოქალაქეებთან ერთად ააშენებს ახალ საქართველოს, სადაც დაუშვებელი იქნება სიყალბე [და] დაცული იქნება ადამიანის ღირსება“, – თქვა ჯაფარიძემ და ხაზი გაუსვა, რომ ოქტომბერში „ჩვენი ევროპული არჩევანი საბოლოოდ უნდა გავამყაროთ“.

„ნათლად დავანახოთ ყველას, რომ ამ ქვეყანაში ცხოვრობენ თავისუფლების მოყვარული, შრომისმოყვარე ევროპელი ადამიანები“, – მიმართა მან შეკრებილებს.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 517
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია