საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
სპეციალურმა კომისიამ ბორჯომის ხეობაში ნახანძრალი ტერიტორია შეისწავლა
2017/10/24 22:17:42

 

ბორჯომის ხეობაში აგვისტოს თვეში ნახანძრალ ტერიტორიაზე კომისიამ საველე გასვლა განახორციელა. კომისიამ ხანძრით დაზიანებული ტერიტორიები დეტალურად შეისწავლა და დაადგინა 2017 წლის 20 აგვისტოს ხანძრით მოცული ტერიტორიის ზუსტი ფართობი, დაზიანების კატეგორიების მიხედვით, არსებული ნიადაგური და გეოლოგიური მდგომარეობა ნაკვეთების მიხედვით, ტერიტორიაზე არსებული განადგურებული ფლორა/ფაუნა და მიყენებულიზიანი.


შესწავლის შედეგებზე დაყრდნობით მომზადდება დასკვნები და რეკომენდაციები ნახანძრალ ტერიტორიაზე ტყის აღდგენის დაწყების პროცესებზე, განსახორციელებელი ღონისძიებების ვადებსა და პერიოდზე.


ეროვნული სატყეო სააგენტოს, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით სექტემბერ-ოქტომბერში ხანძრით დაზიანებულ ტერიტორიაზე წინასწარი შეფასებებიც განხორციელდა.

 

კომისია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანებით შეიქმნა და მის შემადგენლობაში ეროვნული სატყეო სააგენტოს, გარემოს ეროვნული სააგენტოს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაბამისი პროფილის სპეციალისტებთა ნერთად, არასამთავრობო სექტორისა და სამეცნიერო დაწესებულებების წარმომადგენლებიც შედიან.

 

ბორჯომის ხეობაში ხანძარი მიმდინარე წლის 20 აგვისტოს გაჩნდა, ხანძრის ქრობის პროცესი 6 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. წინასწარი მონაცემებით, ნახანძრალი ფართობი 752 ჰა-სშეადგენს, საიდანაც 525 ჰა 2008 წელს რუსეთ-საქართველოს შეიარაღებული კონფლიქტის  შედეგად ხანძრით განადგურებული ტყის ტერიტორიაა.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1391
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია