დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
(VIDEO) ქუთაისში შველას ითხოვენ!
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/04/24 12:33:41

ქუთაისში ბათუმის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები გასულ წელს დაიწყო და ამ დრომდე არ დასრულებულა, რაც ადგილობრივების უკმყოფილებას იწვევს. ქუჩაზე სამუშაოებს 24 საათიანი წყალმომარაგების პროექტის ფარგლებში გამარჯვებული ესპანური ორგანიზაცია „კობრა“ აწარმოებს.


თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ „კობრამ“ სამუშაოები აღნიშნულ ქუჩაზე 2013 წლის სექტემბრიდან დაიწყო. წყლის მილების გაყვანა მხოლოდ მიმდინარე წლის აპრილში დაასრულა. დროში გახანგრძლივებული  სამუშაოების გამო ბათუმის ქუჩა მთლიანად გადათხრილია, რის გამოც მოსახლეობას გადაადგილება, როგორც ფეხით, ასევე ტრანსპორტით უჭირს.


 

როგორც ადგილობრივები ჩვენთან საუბარში აცხადებენ, ჯერ წყალმომარაგების, შემდეგ კი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელმა კომპანიებმა, როგორც გზა, ასევე ეზოებში შესასვლელები, ღობეები, დენის და ტელეფონის ბოძები დააზიანეს.


გადათხრილი გზის გამო ბათუმის ქუჩაზე სასწრაფო სამედიციონო დახმარების მანქანა ვერ მიდის. უკვე თვეებია, რაც აღნიშნულ ქუჩაზე  დასუფთავების მანქანებიც აღარ დადიან, რის გამოც მოსახლეობას ნაგვის ხელით გატანა უხდება.


ბათუმის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული შპს „mgm ახორციელებს. კომპანია 354 000 ლარიან სატენდერო წინადადებას 283 000 ლარად აწარმოებს.


მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი მალხაზ ბასილაძე ადასტურებს, რომ აღნიშნულ ქუჩაზე მძიმე მდგომარეობაა, თუმცა მიმდინარე სამუშაოების დროში გახანგრძლივებას „კობრას“ მიერ ვალდებულებების დათქმულ ვადაში შეუსრულებლობით ხსნის.


„მე თვითონ ვიყავი ბათუმის ქუჩაზე და ადგილზე გავეცანი სიტუაციას. მართლაც მძიმე მდგომარეობაა და დისკომფორტს უქმნის ადგილობრივებს. მაგრამ, იმის გამო, რომ ორგანიზაცია „კობრამ“ სამუშაოები დანიშნულ დროს ვერ დაასრულა, იძულებული ვიყავით, ჩვენც შეგვეჩერებინა მუშაობა. ბოლოს მოვთხოვეთ კომპანიას შეესრულებინა სამუშაოები, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ დავიწყებდით გზის მოპირკეთებას და მათ თავიდან მოუხდებოდათ გზის გადათხრა, რაც უკვე ორმაგად დისკომფორტი იქნებოდა.


ქუჩაზე რიგი პრობლემები არსებობდა, ვინაიდან „კობრამ“ სამუშაოები უკვე დაასრულა, გამოდარებისთანავე დაიწყება გზის რეაბილიტაცია. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას ხელშეკრულების პირობებით სამუშაოს დასასრულებლად ორთვიანი ვადა აქვს, მაგრამ შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ მაისის თვის მეორე ნახევარში ბათუმის ქუჩაზე გზის შეკეთება დასრულებული იქნება,“ – განაცხადა მალხაზ ბასილაძემ.

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3208
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია