დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
პრემიერ-მინისტრის პოზიცია არასახელმწიფოებრივია
2013/06/11 14:48:01

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ანდრო ბარნოვმა  დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრის პოზიცია არასახელმწიფოებრივია და  ბიძინა ივანიშვილს უშიშროების საბჭოს სხდომაზე დასწრებისკენ მოუწოდა.. ანდრო ბარნოვის თქმით, პრემიერის მხრიდან განცხადება იმისა, რომ უშიშროების საბჭოს სხდომაზე განსახილველი საკითხები მისთვის უინტერესოა, უკიდურესად შემაშფოთებელია. 
"ძალიან სამწუხაროა პრემიერის დღევანდელი განცხადება. ეს არ არის სახელმწიფო პოზიცია. ვშიშობთ, რომ საქართველოს ინტერესებს ბიძინა ივანიშვილი განიხილავს, არა როგორც პასუხისმგებლობის, არამედ პირადი ბრძოლის და პირადი ომის საკითხს. ეს კი ჩვენი ქვეყნისთვის ძალაინ საშიშია. მოვუწოდებთ მასაც და საქართველოს მთავრობასაც, თავი დაანებონ ჭორაობას, ნუ ისარგებლებენ საზოგადოების ნდობით ბოროტად და მოიქცნენ ისე, როგორც ქვეყნის ინტერესებს შეესაბამება. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ პრემიერ-მინისტრს, დაესწროს უშიშროების საბჭოს სხდომას, რათა ერთობლივ ფორმატში ვიმსჯელოთ ქვეყნისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ... ჩვენ ყველას დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს ჩვენი ქვეყნის წინაშე და მოველი, რომ პრემირი ამას გააცნობიერებს",- აღნიშნა ანდრო ბარნოვმა. 

 

 

(გ.გ.)

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1465
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია