დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
რა საერთო აქვთ აკაკის ძეგლს და როკ-ჯგუფებს?
2009/12/28 12:56:22

რა სა­ერ­თო აქვთ აკა­კის ძეგ­ლს და როკ-ჯგუ­ფებს?

მოქ­მე­დების ად­გი­ლი: ქა­ლა­ქის ცენ­ტრა­ლუ­რი ბულ­ვა­რი, სა­დაც სულ სა­მი თუ ოთხი ძეგ­ლია და მუ­დამ უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი. 

სტა­ტი­ის მთა­ვა­რი გმი­რი: აკა­კი წე­რეთ­ლის ძეგ­ლი, რო­მე­ლიც ბულ­ვარ­ში დგას და ძეგ­ლებს შო­რის ყვე­ლა­ზე დი­დი პო­პუ­ლა­რობით სარ­გებლობს. გან­სა­კუთ­რებით - ახალ­გაზ­რდებში და, მე­ტად­რე, რო­გორც ჩანს, რო­კე­რებში. რად­გან ძეგ­ლზე ათამ­დე როკ-ჯგუ­ფის სახელ­წო­დების წარ­წე­რაა და ეს წარ­წე­რები დღი­თიდ­ღე იმა­ტებს.

მთა­ვა­რი კითხვა: რა სა­ერ­თო აქვთ აკა­კის ძეგ­ლსა და ამ როკ-ჯგუ­ფებს ერ­თმა­ნეთ­თან? (რა თქმა უნ­და, ეს მწა­რე ხუმ­რობით, თუმ­ცა, მა­ინც გა­მიზ­ნუ­ლი კითხვაა.)  

სტა­ტი­ის რეს­პონ­დენ­ტები: სხვა­დასხვა თაობის ქუ­თა­ი­სე­ლები.

ქუ­თა­­სე­ლი 1, რო­მე­ლიც შე­იძ­ლება ერთ-ერ­თი წარ­წე­რის ავ­ტო­რიც იყოს, იქ­ნება, ასე 18-20 წლის: „უი, წარ­წე­რები აქვს? ბიჭები აქ ვაბირჟავებთ, მე არც კი შე­მი­ნიშ­ნავს. ვა­ა, რა ცუ­დია! ვი­სი ძეგ­ლია? აკა­კი­სი? ხელები არ უნ­და მო­ამ­ტვრიო ახლა, ვინც ამას აკე­თებს? (სხვა­თა­შო­რის, თუ იმ ემო­ცი­ას მო­ვა­შო­რებთ, რი­თაც ამ კო­მენ­ტარს აკე­თებდა, იფიქ­რებ, ამ ახალ­გაზ­რდა ბიჭ­მა გულ­თან რო­გორ მი­ი­ტა­ნა აკა­კის ძეგ­ლის ამბავიო. თუ ემო­ცი­ას არ მო­ა­ცი­ლებ, ძა­ლი­ან რბილად რომ ვთქვათ, აკა­კის ძეგ­ლზე წარ­წე­რები სა­სა­ცი­ლო­დაც არ ყოფ­ნის (ამ აბზა­ცის წა­კითხვი­სას ბევ­რი, ალბათ, გა­ი­ფიქ­რებს, ბევ­რიც იტყვის - რა თაობა მო­დი­სო!)

ქუ­თა­­სე­ლი 2: „არ ვი­ცი, დე­ი­და, ვინ გა­ა­კე­თა ეს წარ­წე­რები. პირ­ვე­ლად დავჯექი დღეს აქ და რა­ღა მა­ინ­ცდა­მა­ინც მე მო­მა­დე­ქით. ინ­გლი­სუ­რი სა­ერ­თოდ არ ვი­ცი და ისიც არ ვი­ცი, რაები წე­რია.“

ბულ­ვარ­ში უამ­რა­ვი ქუ­თა­ი­სე­ლი­ა, საბედ­ნი­ე­როდ, ყვე­ლა ერ­თნა­ი­რად არ ფიქ­რობს. ფაქტს აფა­სებენ, რო­გორც ვან­და­ლიზმს (!). თუმ­ცა, ვერ იხსე­ნებენ, რომ ოდეს­მე წარ­წე­რა­თა ავ­ტო­რი გა­ე­კიცხათ, ან მი­ე­თი­თებინათ.

„არ დაგ­ვი­ნახავს, გე­ნაც­ვა­ლე, თო­რემ საყვე­დურს რო­გორ არ ვეტყოდიო?“

ძეგ­ლი პირ­და­პირ მე­რი­ას გას­ცქე­რის, მე­რი­ას სხვა სამ­სახურებთან ერ­თად აქვს კულ­ტუ­რის, სპორ­ტის, გა­ნათ­ლებისა და ძეგ­ლთა დაც­ვის სამ­სახურიც, რომ­ლის უფ­რო­სი, პო­ე­ტი გი­ზო თა­ვა­ძე ამბობს: „ეს ჩვე­ნი პირ­და­პი­რი მო­ვა­ლეობა არ არის.“

„თუმ­ცა, რამ­დენჯერ წა­ვაშ­ლე­ვი­ნეთ, რო­ცა ინ­ფრას­ტრუქ­ტუ­რის სამ­სახურის უფ­რო­სი გო­გი ბალან­ჩი­ვა­ძე იყო, რამ­დენჯერ­მე პი­რა­დად ვთხოვე. რად უნ­და ამას „მე­ვა­ლება, არ მე­ვა­ლება!“ რომ და­ვი­ნახო, ვინ­მე აკე­თებს, უნ­და მი­ვუ­თი­თო. თუ შევხედავ რომ ასე­ა, რად მინ­და ვალ­დებულება, ისე­დაც კი ვეტყვი შე­საბამის სამ­სახურებს, წარ­წე­რები წა­შა­ლონ. თან მო­მა­ვა­ლი წე­ლი აკა­კის წლა­დაა გა­მოცხადებული.“ დას­ძენს იგი.

ასე­ა, თუ ისე, მე­რი­ა­ში ხელებს იბანენ. ბევრჯერ წა­უშ­ლი­ათ ეს წარ­წე­რები, მაგ­რამ როკ-ჯგუ­ფებს ისე­თი ფა­ნები ჰყავს, იმათ­თან რას გახდები?!

წარ­წე­რებია­ნი აკა­კის ძეგ­ლი  უკ­ვე რამ­დე­ნი­მე ხანი­ა, ქა­ლა­ქის ინ­ტე­ლი­გენ­ცი­ის ერთ-ერ­თი სატ­კი­ვა­რია.

თე­­მუ­რაზ ლან­ჩა­ვა, მწე­რალ­თა კავ­ში­რის იმე­რე­თის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის თავმჯდო­მა­რე: ის აჭყაპ­ნის, ვი­საც აკა­კი არ უყვარს, არ იცის, ვინ არის და წარ­სულს პა­ტივს არ სცემს. მარ­ტო ქა­ლა­ქის ხელ­მძღვა­ნე­ლობა არ არის ბრალ­ში, მაგ­რამ ვი­საც ხელე­წი­ფება, ყვე­ლამ უნ­და უზ­რუნ­ველყოს ამ პრობლე­მის მოგ­ვა­რება. წარ­სულს პა­ტი­ვი უნ­და ვცეთ და უნ­და მო­ვუ­ა­როთ. ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლის ძეგ­ლზე ვი­ძახეთ, ნად­გურ­დება, მივხედო­თო და საბოლოო ჯამ­ში, რა გა­მო­ვი­და? ავა­ფეთ­ქეთ და რა შე­დე­გიც მოჰყვა, თქვენც კარ­გად ხედავთ. ყვე­ლამ უნ­და მივხედოთ, რად­გან ეს ჩვე­ნი ქა­ლა­ქია.

ლა­ლი ნიშ­ნი­­ნი­ძე, კულ­ტუ­რის პროფ­კავ­ში­რების თავმჯდო­მა­რე: „სა­ში­ნე­ლებაა, სა­ში­ნე­ლება! საუბედუ­როდ, აღ­ზრდის ბრა­ლია ყვე­ლა­ფე­რი, არ არი­ან ახალ­გაზ­რდები დამ­ნა­შა­ვე, რო­გორც გა­ზარ­დეს, იმას აკე­თებენ. ჩვე­ნი სა­ზო­გა­დოების ბრა­ლია.“

ერ­თი სიტყვით, გა­მო­იკ­ვე­თა, რომ ბრა­ლი ჩვენ­შია - სა­ზო­გა­დოებაში!

ამას ისიც ემა­ტება, რომ ხელი­სუფ­ლება ვერ ახერხებს, მუ­დამ ჩვრით ხელ­ში წმინ­დოს ჩვე­ნი როკ-ჯგუ­ფების გრა­ფი­კუ­ლი „ხელოვ­ნებით“ გა­მოწ­ვე­უ­ლი ემო­ციები, ისიც - აკა­კის ძეგ­ლზე.

აკა­კის ძეგ­ლი კი დგას და, „თა­ვის მა­რა­დი­ულ ბედს გას­ცქე­რის.“

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1498
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია