დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
კახა ბენდუქიძის მეუღლე და ღვიძლი და რეფორმატორის ქალიშვილის წინააღმდეგ გაერთიანდნენ
2015/07/04 12:16:33

კახა ბენდუქიძის ქალიშვილი ანასტასია გონჩაროვა სოციალურ ქსელშ წერს, რომ მამამისის მეუღლე ნატალია და ღვიძლი და ნუნუ კახა ბენდუქიძის შვილად მისი აღიარების წინააღმდეგ იბრძვიან. 

 

ანასტასიას თქმით, მამიდამისი ცდილობდა, მას შეეწყვიტა ინტერვიუების მიცემა და სახალხოდ იმის აღიარება, რომ კახა ბენდუქიძის შვილია, ახლა კი სასამართლოზე მის წინააღმდეგ ბენდუქიძის მეუღლის მოწმეა. მისივე თქმით, ნატალიამ კახა ბენდუქიძის დნმ-ის ნიმუშები გაანადგურა, რაშიც ნუნუ ბენდუქიძემ სრულად დაუჭირა მხარი.

 

"უკანასკნელი 8 თვე განსაკუთრებით მძიმე იყო ჩემთვის - არა მარტო იმიტომ რომ მე დავკარგე მამა/დამრიგებელი/ საუკეთესო მეგობარი, არამედ იმიტომაც, რომ მამაჩემის ერთადერთი და - ნუნუ და მამაჩემის მეუღლე - ნატალია, კახას შვილად ჩემი აღიარების წინააღმდეგ იბრძვიან. თავდაპირველად ნატალიამ მამაჩემის დნმ-ის ნიმუშები გაანადგურა და ამაში ნუნუმ სრულად დაუჭირა მხარი. შემდეგ ნუნუ ცდილობდა, რომ მე შემეწყვიტა ინტერვიუების მიცემა და სახალხოდ იმის აღიარება, რომ კახა მამაჩემია.

 

ახლა კი ვგებულობ, რომ ნუნუ (მამაჩემის ერთადერთი ღვიძლი და) სასამართლოში ჩემს წინააღმდეგ ნატალიას მოწმეა. ყოველდღე მე ვიხსენებ ფოტოს, რომელიც მამაჩემმა პროკურატურაში დაკითხვაზე მისვლის წინ გამომიგზავნა წარწერით „ ნასტია, იბრძოლე ჩემთვის“.

 

მე მახსოვს ეს სურათი და ჩემს თავს ვახსენებ, რომ უნდა ვიყო ძლიერი, როგორც მან მასწავლა და უსამართლობის წინააღმდეგ ვიბრძოლო. წარმატებები მისურვეთ, მესამე სასამართლო მოსმენისთვის. იმედია, ისინი ვერ შეძლებენ საქმის გაჭიანურებას და გადადებას კიდევ ერთხელ“ - წერს ანასტასია გონჩაროვა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5919
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია