დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ლადო ჯურხაძე ჭანტურიასა და გურამიშილის ქუჩების მოსახლეობას შეხვდა (R)
2017/09/28 15:37:10

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქრთველოს“ ხონისა და ვანის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ლილუაშვილმა ხონში, ჭანტურიასა და გურამიშილის ქუჩების მოსახლეობას „ქართული ოცნების“ მერბის კანდიდატი ლადო ჯურხაძე და საკრებულოს მაჯორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შორენა კაკაბაძე წარუდგინა.

„მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატები მოსახლეობის ინტერესების გამტარებელი უნდა იყვნენ და იმ პრობლემების აღმოფხვრაში დაგეხმარონ, რაც გაწუხებთ. დარწმუნებული ვარ, მხარს დაუჭერთ მათ და „ქართული ოცნების“ გუნდს“, -  მიმართა გრიგოლ ლილუაშვილმა ხონის ოსახლეობას.

მერობის კანდიდატმა ადგილობრივებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

„მადლობა მინდა გადაგიხადოთ, რომ გამოიჩინეთ ინტერესი, რათა ჩვენი საარჩევნო პროგრამა მოისმინოთ და თქვენი პრობლემები გაგვიზიაროთ. დარწმუნებული ვარ, ერთამენთის დახმარებით და ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში ჩართულობით, არსებულ გამოწვევებს გავუმკლავდებით და აღმოვფხვრით“, - განაცხადა ლადო ჯურხაძემ.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3142
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია