1981 წელს გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით, სექტემბრის ყოველი მესამე სამშაბათი ოფიციალურად საერთაშორისო მშვიდობის დღედ გამოცხადდა იმისათვის, რომ მშვიდობის იდეალი ქვეყნებს შორის ისევე განიხილონ და დაამყარონ, როგორც ხალხებს შორის.
21 სექტემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს ქალაქებში ერთდროულად ტარდება გაეროს მიერ „საერთაშორისო დღედ“ აღიარებული სამშვიდობო მსვლელობა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „განათლება და სამყარო“ კოორდინაციას უწევს ქალაქ ქუთაისში აღნიშნულ ღონისძიებებს. 21 სექტემბერს მოეწყო მსვლელობა დავით აღმაშენებლის მოედნიდან ცისფერყანწელთა ქუჩამდე. ბოლოს, სამშვიდობო აქციის მონაწილე მოსწავლეებმა „სამშვიდობო მესიჯებით“ ქაღალდის გემები მდინარე რიონში გაუშვეს.