იმერეთში ავტობანის მშენებლობის საკითხზე ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი დაიკითხა.
ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი, მერაბ ბარათაშვილი დღეს სოფელ სიმონეთის პოლიციაში დაკითხვაზე დაიბარეს. როგორც ცნობილი გახდა, ის იმერეთში ავტობანის მშენებლობასთან დაკავშირებით მოწმის სახით დაიკითხა.
„ვინაიდან საავტომობილო გზების დეპარტამენტში ვმუშაობდი, აინტერესებდათ, ავტობანის მშენებლობისათვის როგორ და რა პრინციპით ხორციელდებოდა მოსახლეობისგან მიწის გამოსყიდვა,“ - განაცხადა ქუთაისის საკრებულოს დეპუტატმა.