დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
შსს –ს მონაცემებით ქვეყანაში დანაშაულის რიცხვმა იკლო
2013/08/07 22:43:23

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, გასულ წელთან შედარებით ქვეყანაში დანაშაულის რიცხვმა იკლო. ბოლო შვიდი თვის სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წელს საქართველოს ტერიტორიაზე 16 590 დანაშაული მოხდა, რაც 4126–ით ნაკლებია გასული წლის მონაცემებთან შედარებით.  სამინისტროს ინფორმაციით მკვეთრი გაუმჯობესებაა დანაშაული გახსნის კუთხითაც. კერძოდ, თუ 2012 წელს ჩადენილ დანაშაულთა მხოლოდ 23.1% –ია გახსნილი, სამინისტროს მონაცემებით, მიმდინარე წლის 7 თვის შეჯამების შედეგების მიხედვით, მაჩვენებელი გაორმაგდა და 53,3% შეადგინა, რაც დანაშაულის  გახსნის 30,2 %–ით მატებას ნიშნავს.

"სტატისტიკური მონაცემებით, 2013 წელს, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქვეყნის მასშტაბით დანაშაულმა იკლო, ხოლო დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი გაორმაგებულია", –ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1541
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია