დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ამას დავაკლოთ... იმას დავუმატოთ...
2012/11/12 13:38:53

პარლამენტი ბიუჯეტს განიხილავს

5 ნოემბერს ფინანსთა სამინისტროს ვებ-გვერდზე ოფიციალურად დაიდო 2013 წლის მოსალოდნელი ბიუჯეტი.  ამ ეტაპზე  ბიუჯეტი საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში გადის განხილვებს. პარლამენტში  საბიუჯეტო  საკომიტეტო  განხილვები, დაახლოებით, 2 კვირის განმავლობაში გაგრძელდება. პარლამენტი მთავრობას უკან დაუბრუნებს  შესწორებულ ვარიანტს.

საპარლამენტო უმრავლესობამ  მთავრობის წარმოდგენილ ბიუჯეტს  უკვე უწოდა „სოციალური“, უმცირესობამ „პოლიტიკური“.

პრემიერ-მინისტრმა  2013 წლის ბიუჯეტის პროექტში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი შეამცირა. ივანიშვილის განცხადებით:

„ამ ფონდებიდან თანხები არამიზნობრივად იხარჯებოდა და, როდესაც  ქვეყანაში ამდენი გაჭირვებული ადამიანი ცხოვრობს, ასეთი მიდგომა მიუღებელია.„ნახეთ, რამდენი სასახლე აქვს პრეზიდენტს, რა ხარჯები აქვს გაწეული და დარწმუნდებით, რომ პოლიტიკა არაფერ შუაშია. დღეს ჩვენ გვყავს უამრავი გაჭირვებული მოქალაქე და დევნილი, რომლებზეც უნდა დაიხარჯოს საბიუჯეტო თანხები. ამიტომ გაიზარდა დევნილების ბიუჯეტი, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი კი შემცირდა გაწეული არამიზნობრივი ხარჯების გამო“.

მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტი „პოლიტიკურად მოტივირებულად“ შეაფასა საპარლამენტო უმცირესობამ.

„ბიუჯეტის პროექტის პოლიტიკური ოპონენტების მიმართ ანგარიშსწორებისთვის გამოყენება არასწორი გზა და არჩევანია“, - ამბობს პავლე კუბლაშვილი.

სხვადასხვა ხარჯების გამოთავისუფლების გამო გამოთავისუფლდა 740 მილიონი ლარი, რომლის განკარგვა ჯერ არაა ბოლომდე დაზუსტებული.

ექსპერტები ბიუჯეტის განსახილველ ვარიანტს  „ფორმალურს“ უწოდებენ, რაკი წარმოდგენილი ციფრები სავარაუდოა და დამტკიცებამდე არაერთ ცვლილებას გაივლის.  ჯერჯერობით, 2013 წლის ბიუჯეტის წარმოდგენილ ვარიანტში  სამინისტროების მიხედვით თანხები ასე გადანაწილდა:

2013 წლის ბიუჯეტის პროექტში 20 სამინისტროდან შვიდი სამინისტროს დაფინანსება გაზრდილია, რვა სამინისტროს ბიუჯეტი შეუმცირდება, ოთხის დაფინანსება თითქმის არ იცვლება:

 

დაფინანსება მოემატა:

სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტრო - 170 მლნ ლარი (2012 წელს - 124.9 მლნ ლარი);

იუსტიციის სამინისტრო - 67 მლნ ლარი (2012 წელს - 54.1 მლნ ლარი);

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - 2 მლრდ ლარი (2012 წელს - 1.809 მლრდ ლარი);

თავდაცვის სამინისტრო - 690 მლნ ლარი (2012 წელს - 676.5 მლნ ლარი);

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო - 640 მლნ ლარი (2012 წელს - 600.6 მლნ ლარი);
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო - 48 მლნ ლარი (2012 წელს - 38.1 მლნ ლარი);

დასაქმების სახელმწიფო მინისტრის აპარატი - 1 მლნ ლარი (2012 წელს - 950 ათასი ლარი).

 

დაფინანსება დააკლდა:

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო - 47 მლნ ლარი (2012 წელს - 59 მლნ ლარი);
გარემოს დაცვის სამინისტრო - 21.5 მლნ ლარი (2012 წელს - 23.8 მლნ ლარი);

კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო - 67.8 მლნ ლარი (2012 წელს - 92.7 მლნ ლარი);

საგარეო საქმეთა სამინისტრო - 76 მლნ ლარი (2012 წელს - 83.5 მლნ ლარი);

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო - 855.3 მლნ ლარი (2012 წელს - 982 მლნ ლარი);
საგარეო საქმეთა სამინისტრო - 76 მლნ ლარი (2012 წელს - 83.5 მლნ ლარი);
ფინანსთა სამინისტრო - 100 მლნ ლარი (2012 წელს - 118.2 მლნ ლარი);
სოფლის მეურნეობის სამინისტრო - 218.9 მლნ ლარი (2012 წელს - 148.9 მლნ ლარი);

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო - 70.5 მლნ ლარი (2012 წელს - 134.2 მლნ ლარი);

ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო - 118.2 მლნ ლარი (2012 წელს - 290.1 მლნ ლარი);

 

დაფინანსება შეუნარჩუნდა:
შინაგან საქმეთა სამინისტრო - 585.2 მლნ ლარი (2012 წ - 585 მლნ ლარი;
რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი - 1.3 მლნ ლარი (2012 წ - 1.2 მლნ ლარი);
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი - 2.3 მლნ ლარი (2012 წ - 2.3 მლნ ლარი);
დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი - 850 ათასი ლარი (2012 წ - 850 ათასი ლარი);
ფინანსთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, სამინისტროების დაფინანსება, შესაძლოა, შემცირდეს ან გაიზარდოს. ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რა პრიორიტეტებს დაუჭერს მხარს პარლამენტი.

ნოემბერი განხილვების თვეა. ბიუჯეტს პარლამენტი დეკემბრისთვის დაამტკიცებს.

ბიუჯეტის რიგით პირველი განხილვა, სავარაუდოდ, 13 ნოემბრისთვის გაიმართება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რომელიც რიგგარეშედ, მომავალი კვირისთვის დაინიშნება. კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების შესაბამისად, მას შემდეგ, რაც დეპუტატები რიგგარეშე სხდომაზე საბიუჯეტო პროექტზე იმსჯელებენ, ის დაუბრუნდება მთავრობას და მთავრობა რამდენიმე დღის ფარგლებში პარლამენტს ბიუჯეტის კორექტირებულ ვარიანტს წარუდგენს.

 

ელისო გოლეთიანი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1396
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია