დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ბიუჯეტი ხალხთან ერთად
2010/11/29 13:47:45

26 ნოემბერს გამართულ საკრებულოს სხდომაზე განიხილეს 2011 წლის ბიუჯეტზე მუშაობის პროცესი: თუ რა სამუშაოები ჩატარდა, ვინ მონაწილეობდა და რა ეტაპზეა ამჟამად ბიუჯეტის პროექტი. სხდომას ესწრებოდნენ ბინის ამხანაგობების თავმჯდომარეები და სხვადასხვა ორგანიზაციეების წარმომადგენლებიც.

როგორც ნაციონალური მოძრაობის ქუთაისის ორგანიზაციის ლიდერმა და საკრებულოს წევრმა კახაბერ ნემსიწვერიძემ განაცხადა: „2011 წლის ბიუჯეტი ამ მონაცემებით შეადგენს 33 056 000 ლარს, თუმცა ეს არ არის საბოლოო ციფრი და შესაძლებელია ამ მაჩვენებლის გაზრდაც. მისი თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტი იქმნება დევიზით „ჩემი ქალაქისთვის“.

ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ საზოგადოებისაგან მიღებული ინფორმაციის შეჯერებით განისაზღვრა მომდევნო წლის პრიორიტეტები: საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება, ღვარსადენი მილების მოწესრიგება, გარე განათება, კორპუსების პროგრამა და წყალგაყვანილობის სისტემის მოწესრიგება.

საკრებულოს სხდომაზე კომისიების თავმჯდომარეებმა ისაუბრეს სხვადასხვა სფეროებისა და პროგრამებისთვის გამოყოფილ თანხებზე.

ბიუჯეტის საბოლოო პროექტის დამტკიცება მომავალი თვის ბოლოს იგეგმება, 2011 წლის იანვრიდან უკვე გამოცხადდება ტენდერები და დაიწყება კონკრეტული პროგრამების განხორციელება.

მანამ ჯერ კიდევ მიმდინარეობს საზოგადოებისგან სხვადასხვა სახის პრობლემების შესახებ ინფორმაციის მიღება და ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია საკუთარი მოსაზრების დაფიქსირება.

იაქტიურეთ, ქუთაისელებო, თორემ მერე ჩვენ დაგვაბრალებენ ყველაფერს...

ნინო ბაქრაძე

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1477
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია