საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში მურა დათვებთან დაკავშირებით მთავრობის მიღებულ განკარგულებას აპროტესტებენ
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/10/11 16:21:39

ცხოველთა დაცვის საერთაშორისო ფონდმა, 30 სექტემბერს საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული განკარგულება დღეს, ქუთაისში გააპროტესტა. ორგანიზაციის წარმომადგენლის თემურ ლაჭყეპიანის განცხადებით, მთავრობის დადგენილება, მურა დათვების დახოცვასთან დაკავშირებით, რაც ვრცელდება ყვარლისა და ხელვაჩაურის რაიონებში  ცხოველთა უფლებების დარღვევაა. რასაც,ის ფაქტიც ადასტურებს, რომ მურა დათვები წითელ წიგნში არიან შეყვანილი.

„ჩვენ ვაპროტესტებთ მთავრობის განკარგულებას მურა დათვებთან დაკავშირებით. რომელიც მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე მიიღეს. მურა დათვი ადამიანს თავს არ ესხმის, დავუშვათ ერთი–ორი დათვი მართლაცაა აგრესიული და ჩამოვიდა დასახებულ პუნქტში , ამ შემთხვევაში მათი მოგერიება გაცილებით ადვილია. დათვს კავკასიური ნაგაზის ხმაც კი აშინებს. ის ფაქტი, რომ დათვს თაფლი უყვარს და სკებთან მიდის არაა საკმარისი მიზეზი მათთან მსგავსი მეთოდებით საბრძოლველად. მით უმეტეს, ეს ცხოველი წითელ წიგნშია შეყვანილი. მივმართავთ გარემოს დაცვის მინისტრს მოხდეს  განკარგულების გადახედვა და ცხოველთა უფლებების დაცვა. აქვე მოვითხოვთ ყურედღება მიექცეს უსახლკარო ცხოველებს, რომელთა უფლება თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში ირღვევა“–განაცხადა თემურ ლაჭყეპიანმა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2110
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია