დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
უმრავლესობამ შეთანხმება დაარღვია?
2012/11/07 15:27:09

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იუსტიციის საბჭოს წევრების დამტკიცება ხმაურისა და უმცირესობის პროტესტის ფონზე წარიმართა. იუსტიციის საბჭოს კანდიდატებად უმრავლესობამ შალვა შავგულიძე და ხაქარია ქუცნაშვილი, ხოლო უმცირესობამ ლევან ბეჟაშვილის კანდიდატურების წარადგინეს. შალვა შავგულიძეს მხარი პარლამენტში უმრავლესობამ და უმცირესობამაც დაუჭირა, ხოლო ზაქარია ქუცნაშვილის კანდიდატურა, როგორც უმრავლესობა აცხადებს, ტექნიკური მიზეზების გამო ვერ დამტკიცდა. იუსტიციის საბჭოს წევრად ლევან ბეჟაშვილის არჩევას მხარი უმრავლესობამ არ დაუჭირა, პროტესტის ნიშნად კი ნაციონალებმა დარბაზი დატოვეს.

უმცირესობის წამომადგენლის, ნაგუზარ წიკლაურის განცხადებით, უმცირესობა და უმრავლესობა წინასწარ იყო შეთანხმებული იმაზე, რომ ერთმანეთის კანდიდატებისთვის მხარი დაეჭირათ, თუმცა, უმრავლესობამ უმცირესობის კანდიდატის ბეჟაშვილის კანდიდატურა ჩააგდო. ნაციონალების პროტესტიც სწორედ ამას მოჰყვა.

მირიან ბერულავა

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1468
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია